სამართალი

კ .ა ტ ა ს ტ რ ო ფ ი ს ბრიგადა რომელიც აეროპორტში გამოძახებაზე მიდიოდა ამობრუნდა- დაშავებულია მედპერსონალი

თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის ბრიგადის ავტომობილს მიკროავტობუსი დაეჯახა. დაშავებულია მედპერსონალი. როგორც “იმედინიუსს”  შემთხვევის თვითმხილველმა განუცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევა დიღომში, რობაქიძის გამზირზე გამთენიისას მოხდა. ბრიგადა აეროპორტში გამოძახებაზე მიდიოდა, როდესაც მათ სავარაუდოდ დისტრიბუციის ავტომანქანა დაეჯახა. დაშავდნენ მძღოლი, ექიმი და ექთანი. ექიმს თავის ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები აქვს, მძღოლისა და ექთნის მდგომარეობა კი მსუბუქია.

loading...

imedinews-ს შინაგან სქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close