ექსკლუზივი

კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია, 22-ის კი – მძიმე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით,

loading...

მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 232 პაციენტიდან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია, 22 კი მძიმედ ფასდება.
„ისინი კოვიდ-ცენტრების შესაბამის რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ. მძიმე პაციენტების რაოდენობა გაგვეზარდა და დღევანდელი მონაცემებით, 22 მძიმე პაციენტია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81 პროცენტია, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი – 1.27“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
უშუალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით კი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კლინიკაში გუშინ სამი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი ახალი შემთხვევა დაემატა.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close