ექსკლუზივი

კიდევ ერთი სკანდალური ვერსია რომელიც ამ წუთებში ვრცელდება-ბაჩალიაშვილის მანქანა ტყეში ევაკუატორით მიიტანეს – რა კვალია მანქანასთან

კიდევ ერთი სკანდალური ვერსია 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ირგვლივ – ახალგაზრდა ქალის კუთვნილი „ჰიუნდაი” პოვნის ადგილზე, სავარაუდოდ, ევაკუატორითაა მიტანილი:

loading...

„არის ერთი გარემოება, რომელიც გვიმძაფრებს ეჭვს, რომ მანქანა მას მერეა მიტანილი იმ ადგილას, სადაც შემდეგ აღმოაჩინეს. თამუნას ავტომანქანა, დიდი ალბათობით, შედარებით დიდი მანქანითაა მიტანილი, სავარაუდოდ, ევაკუატორით, რაზეც მანქანის საბურავების კვალი მიანიშნებს. თანაც ეს კვალი მოდის და გაჩერებული “ჰიუნდაის” უკანა მხარეს, მანქანამდე დაახლოებით 20-30სმ-ზე წყდება. ანუ გოგონა თავისით თუ მივიდა და გააჩერა მანქანა, იმ 30 სანტიმეტრს გადაახტა? რატომ არ მიჰყვება საბურავის ნაკვალევი მანქანას ბოლომდე? აშკარაა, როცა ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ახლობლებმა აჟიოტაჟი ატეხეს, მერე მიიტანეს მისი ცხედარი მანქანიანად იმ ადგილას. მწყემსები იმ მიდამოებში ყოველ დღე დადიან, საქონელს აძოვებენ და რატომ ვერავინ შენიშნეს გაჩერებული მანქანა? თან ის მანქანა თუ 4 დღე იქ იყო გაჩერებული, როგორც მოსახლეობა ამბობს, პოვნის წინა დღეს წვიმიანი ამინდი იყო და ბალახზე ტალახი არ უნდა გადაერეცხა? – აღნიშნავს გამოცემა AMBEBI.GE – ს წყარო.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close