ექსკლუზივი

კატასტროფა ხდება ზღვაში პირბადეებითა და პოლიეთილენის პარკებით დაბინძურებული აჭარის ზღვა – წყალქვეშა კადრები [ფოტო]

აჭარაში ზღვის წყლის ხარისხს გეგმურად ორ მაჩვენებელზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებსა და ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირების არსებობაზე ამოწმებენ, ბოლო შედეგების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. რაც შეეხება მარინოლიტერს – ზღვის ხილულ ნაგავს, რომლის უმეტესობა (83%) პოლიეთილენი და პლასტმასია, ახალი ტიპის ნარჩენები პირბადეები და რეზინის ხელთათმანები შეემატა. ამის შესახებ უცხოელი გარემოსდამცველებიც იუწყებიან და ადგილობრივი მოსახლეობაც წერს.

loading...

ზღვის სეზონზე ხშირად პლასტმასისა თუ სხვა ტიპის ნარჩენებს პირდაპირ პლაჟზე ან ზღვაში ყრიან ადამიანები. ეს კადრები, რომლებსაც ხედავთ, სპებათუმის ზღვისპირა პარკის გასწვრივ  – ზღვის ზედაპირსა და წყალქვეშაა გადაღებული სპეციალური კამერით.

პლაჟის დაბინძურებისთვის ბულვარის ადმინისტრაციას 80-ლარიანი ჯარიმა აქვს დაწესებული, უშუალოდ წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  თანახმად, ორასიდან სამასამდე ლარ ჯარიმას ითვალისწინებს.

batumelebi.netgazeti.ge

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close