ექსკლუზივი

ნდობით და იმედით დაწერილი ლექსი ქვეყნის პრემიერს!-გვირგვინი მეფის თავზე ედგა თორმეტ გიორგის იმათთაგანაც ერთი იყო

ტარიელ ხარხელაურის მიერ, მამაშვილური ნდობით და იმედით დაწერილი ლექსი ქვეყნის პრემიერს!

loading...

მადლიერების გრძნობით გიორგი გახარიას

ყოველი ნერვით საქართველო უნდა გტკიოდეს,
თავი გადადო, მსახურება თუ დაივალე…
გვირგვინი მეფის თავზე ედგა თორმეტ გიორგის
იმათთაგანაც ერთი იყო მხოლოდ ბრწყინვალე.
დღეს რთული დროა, რთული დროა, საოცრად რთული,
ათასი მტერი დაბოგინობს შინა თუ გარეთ,
შენს მკერდში უნდა ბობოქრობდეს დავითის გული,
რომ გაუღვივო საქართველოს იმედი ხვალის.
სირცხვილიანი ბევრჯერ მოვრწყეთ სისხლით მინდორი,
ბევრჯერ ავისხით სისხლიანი დღენი ბინდებად,
საქართველოსთვის ოცნებაა მხოლოდ დიდგორი,
დღეს სულ ახალი, უჩვეულო სიბრძნე გვჭირდება.
არ დაგამძიმოს შენი ქვეყნის მაღალმა ჩრდილმა,
დიდი იქნები – თუ ამ ჩრდილით მზეზე გამოხვალ,
სამშობლო ჩვენი დღეს ქართულმა გამოხრა ჩრჩილმა,
მამული ჩემი დღეს ქართულმა ჩრჩილმა გამოხრა..
ვერ შესძლო ჟამმა, ვერ დანისლა, ვერა, კრწანისი,
დრომ ბაზალეთი დაგვიტოვა მუდმივ იარად,
ფიქრს სადღეისოს ნუ გადასდებ “შვილო” ხვალისთვის,
სხვა გზა არ არის! – ხანჯლის პირზე უნდა იარო…

ტარიელ ხარხელაური

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close