ექსკლუზივი

ივანე მაჭავარიანი – ჩვენმა ეკონომიკამ მნიშვნელოვანი ზრდამ 5,2 პროცენტი შეადგინა-ქვეყნის პოზიტიური ეკონომიკური სწრაფი ზრდა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების რეიტინგებში აისახა-საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, 300 ბავშვი ყოველწლიურად შიმშილით იღუპება

ფინანსთა მინისტრმა, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა , რომ ქვეყნის პოზიტიური ეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკის მდგრადობა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების რეიტინგებში აისახა.

loading...

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შარშან თამბაქოს აქციზის ადმინისტრირება გაუმჯობესდა, რაც აქციზიდან მიღებულ შემოსავლებშიც აისახა.

„2019 წლის ბიუჯეტი დავგეგმეთ ეკონომიკური ზრდის 4,5 პროცენტიან მაჩვენებელზე, თუმცა შიდა დაძაბულობისა თუ საგარეო შოკების მიუხედავად, ჩვენმა ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა. შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5,2 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობაზე ყურადღება გამახვილებულია ყველაზე მაღალი ნდობის მქონე სამივე სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში. განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, სწორედ ეკონომიკის მდგრადობაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რის გამოც სამივე კომპანიამ გაგვიუმჯობესა სუვერენული რეიტინგი“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.”

მინისტრის ინფორმაციით, 2019 წელს უაქციზო სიგარეტის შენახვის 1500-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა, ამოღებულია 470 ათასზე მეტი კოლოფი სიგარეტი. ამასთანავე, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ მხოლოდ თამბაქოს პროდუქტიდან აქციზის სახით მიღებულმა შემოსავლებმა 782 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

„აქციზის განაკვეთის ზრდასთან ერთად, ბუნებრივი პროცესია არალეგალური იმპორტის რისკებიც ზრდაც. ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს. თუმცა მნიშვნელოვანია, რამდენად მართვადია გაზრდილი რისკები და ფისკალურად რამდენად გამართლებული. გასულ წელს, არალეგალური თამბაქოს გამოვლენის მიზნით მნიშვნელოვანად გააქტიურდა ადმინისტრაციული და სამართალდამცავი სტრუქტურების ღონისძიებები. მიღწეული შედეგებით, ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ სახეზეა აქციზის გადასახადის ადმინისტრირების არსებითი გაუმჯობესება. ამ მიმართულებით გარკვეული სირთულეები კვლავ შეინიშნება, განსაკუთრებით ელექტროსიგარეტებთან დაკავშირებით. ჩვენი პირველადი დათვლებით, 20 მილიონამდე კარგავს ბიუჯეტი. ვფიქრობ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ შედეგს’’, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

გაეროს ბავშვთა ფონდის, „იუნისეფის“ მონაცემებით, საკვების მწვავე დეფიციტის, ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა ორსულთა ანემია, ახალშობილთა მცირეწონიანობა, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან ასოცირებული თანდაყოლილი ანომალიები, არასრულფასოვანი ძუძუთი კვების გამო და სხვა, საქართველოში ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება. დაახლოებით 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და არსებობს რისკი, რომ ისინიც გოგიტა აბაშიძის ბედს გაიზიარებენ. ამ მონაცემების შესახებ „იუნისეფის“ მიერ ჩატარებული კვლევა ჯერ კიდევ 2012 წლის ივლისში იუწყებოდა. თუმცა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში პრობლემა მხოლოდ 1 წლის გოგიტას დაღუპვის შემდეგ მოექცა. სულ, ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველოში 4 300 ახალშობილი დაიღუპა.

 საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამისხელმძღვანელი მაია ქურციკიძის ინფორმაციით, რომელიც „იუნისეფის“ კვლევებს ეყრდნობა, საქართველოში 9.4 %, ანუ 77 ათასი ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში,  ასევე ამ კვლევის შედეგად გაირკვა, რომ „ ბავშვიანი ოჯახები არიან უფრო ღარიბნი და დაუცველნი, ვიდრე საზოგადოების სხვა ჯგუფები. და არსებული სოციალური დაცვის მექანიზმები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს, სათანადოდ ვერ ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებს“. ამავე კვლევის დასკვნაში წლიური მაჩვენებლის შესახებ ვკითხულობთ: „ყოველწლიურად 800 ბავშვი იღუპება 5 წლამდე ასაკის. აქედან 700 იღუპება პირველი 12 თვის განმავლობაში, ხოლო 400 ბავშვი ამ 700-დან იღუპება დაბადებიდან პირველი კვირის განმავლობაში, რომელიც არის ყველაზე კრიტიკული ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. აქედან 300 უკავშირდება ამა თუ იმ კვებასთან დაკავშირებულ დეფიციტს, როგორიცაა, მცირეწონიანობა, ანემიასთან დაკავშირებული პრობლემები და ასე შემდეგ“.-აცხადებს მაია ქურჩიკიძე.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close