ექსკლუზივი

თამარ ბაჩალიაშვილმა გაუჩინარებამდე 6 დღით ადრე დედას მისწერა: ,,კიდევ ბევრჯერ ვიტყვი, რამხელა ბედნიერებაა, იყო შენი შვილი”

თამარ ბაჩალიაშვილმა გაუჩინარებამდე 6 დღით ადრე დედას, თეონა თამაზაშვილს დაბადების დღე ძალიან თბილი სიტყვებით მიულოცა.

loading...

,,ყველაზე საოცარი გოგოს დღეა დღეს. კიდევ ბევრჯერ ვიტყვი, რამხელა ბედნიერებაა, იყო შენი შვილი. მიყვარხარ და მინდა, ძალიან, ძალიან ბედნიერი იყო მუდამ”, – წერდა თამარი ,,ფეისბუქში”.

თეონა თამაზაშვილი სამართალდამცავებს ქალიშვილის გაუჩინარების პირველივე დღიდან სთხოვდა, შვილის მოძებნაში დახმარებოდნენ. მედიასთან ამბობდა, რომ თამარი დედას ასე არ გაწირავდა და სადმე თუ იყო, აუცილებლად შეეხმიანებოდა.

სამწუხაროდ, დედის წინათგრძნობა გამართლდა. თამარის ცხედარი გაუჩინარებიდან 5 დღის შემდეგ, 22 ივლისს საკუთარ მანქანაში იპოვეს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ის გაუჩინარებიდან მალევეა გარდაცვლილი.

ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. თამარი წარმატებული გოგონა იყო, მაგისტრატურაზე აპირებდა სწავლის გაგრძელებას და განათლების მისაღებად უცხოეთში წასვლას გეგმავდა. ის საფრანგეთში კიბერუსაფრთხოების სპეციალობას ეუფლებოდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ორ სამსახურში მუშაობდა.

sarkenews.ge

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close