ექსკლუზივი

“ზღვისგან გამორიყული შვილის ცხედარი უნახავს” – ურეკში დამხრჩვალი 20 წლის ლუკა გელაშვილი მამამ იპოვა

15 აგვისტოს ურეკში დამხრჩვალი 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც ახალციხელი ლუკა გელაშვილია, სანაპიროსთან ზღვამ გამორიყა.

loading...

როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ამ დღეების   მანძილზე,  მაშველები უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ დაკარგულს.

გუშინ, გვიან, საღამოს,  როცა ძებნა დროებით შეწყდა, ჩვენი წყაროსავე ცნობით, დაღუპული გელაშვილის მამა სანაპიროზე ფანარით გასულა.

„გელაშვილის მამა   ჩამოსული იყო და თავად, მაშველებთან ერთად, თავისი სურვილით  ერთვებოდა სამძებრო მუშაობაში. ცოტა ხნით მაინც   წავალ,  გულს გადავაყოლებო, – უთქვმს და კი უნახავს  ერთგან, სანაპიროზე,  ზღვისგან გამორიყული  შვილის ცხედარი“, _ გვეუბნება წყარო.

„გურია ნიუსი“

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close