ექსკლუზივი

ვყვი­რო­დით, ვკი­ო­დით და შვე­ლას ვი­თხოვ­დით, თუმ­ცა უშე­დე­გოდ – რას ჰყვება გოგონა, რომელიც ლასო აბუთიძის სიკვდილს შეესწრო

22 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, ამ­ბრო­ლა­უ­რის სო­ფელ აგა­რა­ში შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. 29 წლის ვლას (ლასო) აბუ­თი­ძე, ღა­მის 2 საათზე სა­კუ­თა­რი სო­ფელ­ში მოკ­ლეს.

loading...

მა­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ახალ­გაზ­რდა ბიჭს კო­ტე­ჯი ჰქონ­და, რო­მე­ლიც გო­გო­ნებ­ზე გა­ა­ქი­რა­ვა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბოდ­ნენ, რომ ლა­სოს ღა­მით მდგმუ­რებ­მა და­უ­რე­კეს და უთხრეს, რომ იქვე გვერ­დით, სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი მუ­შე­ბი ავიწ­რო­ებ­დნენ, რის შემ­დეგ საქ­მის გა­სარ­კვე­ვად ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე მი­ვი­და. მათ შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რა­საც მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა.

მას შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფაქტს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ეხ­მა­უ­რე­ბა, ბევ­რი მათ­გა­ნი წერს, რომ მდგმუ­რებს არა კო­ტე­ჯის მე­პატ­რო­ნეს­თან, არა­მედ პო­ლი­ცი­ა­ში უნდა და­ე­რე­კათ.

ერთ-ერთი მათ­გა­ნი, რო­მე­ლიც იმ დროს აბუ­თი­ძის კო­ტე­ჯში იმ­ყო­ფე­ბო­და მა­ნა­ნა ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ “ფე­ის­ბუქ­ზე” პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნდა და მკვლე­ლო­ბის დღე გა­იხ­სე­ნა:

“ვი­ზი­ა­რებ ლასო აბუ­თი­ძის ოჯა­ხის და ახ­ლობ­ლე­ბის მწუ­ხა­რე­ბას! სა­ში­ნე­ლი ტრგე­დია დატ­რი­ალ­და, ჩემ­თვის და ჩემი მე­გობ­რე­ბის­თვის მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა ეს იქ­ნე­ბა უდი­დე­სი და გა­უ­ნე­ლე­ბე­ლი ტკი­ვი­ლი. გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და ფაქ­ტი, რომ თით­ქოს­და კო­ტე­ჯის დამ­სვე­ნე­ბელ­მა გო­გო­ნებ­მა და­სახ­მა­რებ­ლად კო­ტე­ჯის მე­სა­კუთ­რეს და­უ­რე­კეს.

მე ვარ ერთ-ერთი იმ გო­გო­თა­გა­ნი და ამ­დე­ნი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის და ბუ­ლინ­გის შემ­დეგ ამ პოსტს ვწერ მათ­თვის, ვი­საც სი­მარ­თლე აინ­ტე­რე­სებს! ეს იყო ჩვენ­თვის, ოთხი­ვეს­თვის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი დღე!

არ გვი­სა­უბ­რია იმი­ტომ, რომ ვგლო­ვობთ, იმი­ტომ რომ ამ უმ­ძი­მეს­მა ტრა­გა­დი­ამ გაგ­ვა­ნად­გუ­რა და ეხ­ლაც ძლივს ვუყ­რი სათ­ქმელს თავს, კი­დევ უფრო მეტ ლან­ძღვას ავი­ტან­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, ოღონდ ის ადა­მი­ა­ნი ცო­ცხა­ლი იყოს…

სი­მარ­თლე კი მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში: არ­ცერთ ჩვენ­განს არ დაგ­ვი­რე­კავს და­სახ­მა­რებ­ლად კო­ტე­ჯის მე­სა­კუთ­რის­თვის. იმ უბე­დუ­რი წუ­თე­ბის დროს, ლასო აბუ­თი­ძე ჩვენ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, რად­გან ტე­ლე­ვი­ზო­რის სა­დე­ნი ამო­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც ერთი სა­ა­თის წინ წა­ი­ღო. თავ­დამ­სხმე­ლე­ბი უკვე წა­სუ­ლე­ბი მობ­რუნ­დნენ უკან და და­უ­ძა­ხეს ლა­სოს გა­რეთ…

და­ი­წყო კონ­ფლი­კტი. კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ოთხი­ვე ჩვენ­გა­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დით გვე­მოქ­მე­და უს­წრა­ფე­სად, ჩემ­მა დამ 112-ში და­რე­კა კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე. მე­დეა ცი­რა­მუ­ამ ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბის დროს შე­ბო­ჭი­ლი ლა­სოს თავ­დამ­სხმე­ლე­ბის­გან დაც­ვა ფი­ზი­კუ­რად სცა­და, რის გა­მოც ერთ-ერ­თმა მკვლელ­მა სცე­მა და თმე­ბით ით­რია, მთე­ლი კონ­ფლიქ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში ვყვი­რო­დით, ვკი­ო­დით და შვე­ლას ვი­თხოვ­დით, თუმ­ცა უშე­დე­გოდ…

მშვე­ლე­ლი არ­სა­ი­დან ჩან­და, გვე­მუქ­რე­ბოდ­ნენ და ფი­ზი­კუ­რად გვერ­ჩოდ­ნენ ჩვენც, პი­რა­დად მე ბო­ლოს მე­ზო­ბელ სახ­ლში შევ­ვარ­დი და იმ მყოფ მა­მა­კა­ცებს ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა…. მათი დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლით ლა­სოს მკვლე­ლე­ბის­გან გა­მოგ­ლე­ჯა…

სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მოს­ვლამ­დე ჩვე­ნი ძა­ლე­ბით მისი სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ვცდი­ლობ­დით.არა­ვის, სა­ერ­თოდ არა­ვის ვუ­სურ­ვებ იმა­ვეს გა­მოვ­ლას! ვერ­ცერ­თი სი­ტყვა ვერ აღ­წერს იმ წუ­თე­ბის სიმ­ძი­მეს! ბოლო წუ­თამ­დე გვჯე­რო­და, რომ გა­დარ­ჩე­ბო­და! სა­ში­ნე­ლე­ბაა იმა­ზე ფიქ­რი, რომ ეს სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ბიჭი აღარ არის! ვი­ზი­ა­რებ ოჯა­ხის უმ­ძი­მეს ტრგე­დი­ას და მწუ­ხა­რე­ბას!” – წერს ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი.

იხილეთ სრულად: Ambebi.ge

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close