ექსკლუზივი

ვოლოდიმირ ზელენსკის საგანგებო ბრიფინგი- უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შეიარაღებულ აგრესიას მტკიცედ გასცემს პასუხს-რუსმა ოკუპანტებმა მოულოდნელად ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღევანდელი სროლები დონბასში სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობაა.

loading...

მისივე თქმით, უკრაინა მტკიცედ გასცემს პასუხს აგრესიას. „ეს არა მხოლოდ ცინიკური პროვოკაციაა, რომლის მიზანია დებალცევოს ჭრილობაზე თითის დაჭერა, არამედ დონბასში სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დღეს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც შემდგომი ნაბიჯების შესახებ იმსჯელებენ.

„ჩვენი კურსი ომის დასრულებაზე შეუცვლელი რჩება, ისევე, როგორც ჩვენი მტკიცე განწყობა უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შეიარაღებულ აგრესიას პასუხი გავცეთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.  

დღეს, დაახლოებით დილის 5 საათზე, დონბასში პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინულ პოზიციებზე შეტევა მიიტანეს. დილის 10 საათის შემდეგ ბრძოლა დასრულდა, უკრაინულმა მხარემ თავისი პოზიციები შეინარჩუნა. არსებული ინფორმაციით, ორივე მხარეს დანაკარგი აქვს. 

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close