ექსკლუზივი

ვის შეხვდა გარდაცვალებამდე თამარ ბაჩალიაშვილი საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე – ადვოკატის ხმაურიანი განცხადება

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, არის ძალიან ბევრი ვარაუდი და ეჭვი, რომ ბაჩალიაშვილს ჰქონდა შეხვედრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე და ამ შეხვედრის შემდეგ მოხდა მისი სიცოცხლის მოსპობის დაგეგმვა.

loading...

„გუშინწინ იყო, რომ მე მივაწოდე ამ ვიდეო სათვალთვალო კამერების შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს და შესაბამისად, ახლა საჩქარო წესით, სანამ წაშლილა და გაუქმებულა, უნდა მიმართოს პროკურატურამ სასამართლოს, რომ ამოღება მოხდეს ვიდეოჩანაწერების.
ყველაფერი შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ ის გარემოებები და ის ლოკაციები, სადაც გადაადგილდებოდა, იქ არანაირად არ შეიძლება, ადამიანი თვითმკვლელობისთვის მიდიოდეს. ისეთი გარემოა, სადაც შეიძლება, ზუსტად, რაღაც შეხვედრა იგეგმებოდა და ვინმე უნდა ენახა და ისეთი ადგილმდებარეობაა, რომ სრულიად შესაძლებელია, იქ ჰქონდა მას ვიზიტი დაგეგმილი ვინმესთან,“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ცნობისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული საკალმახე მეურნეობა, შპს “ათ”-ი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მათ ტერიტორიაზე არსებული კამერები 4 წელია არ მუშაობს.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close