ექსკლუზივი

ვინ არის ქართველი პოლიციელი, რომელიც კარანტინის გამო ახალდაბადებულ შვილს ვერ ნახულობს – “აღარც მახსოვს როდის დაიბადა”

მარნეულსა და გარდაბანში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე პოლიციელებს 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა. გიორგი ბზიშვილი, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ერთ-ერთია იმ პოლიციელებიდან, რომელიც წითელ ზონაში წესრიგს ამყარებს.

loading...

პოლიციელი, რომელიც შვიდი დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ახალდაბადებული შვილის ნახვას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. როგორც იგი „იმედის კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, მის სამუშაოში, როგორც მშობლისთვის, ყველაზე რთული სწორედ ეს არის.

მისი შვილი უკვე შვიდი დღეა ქვეყანას მოევლინა, თუმცა მამას შვილის „დანახვა“ ჯერ მხოლოდ ტელეფონში, ვიდეოზარით შეუძლია.

“აღარც მახსოვს როდის დაიბადა, ამ ღამის თენებებით ამერია… ყველაზე რთულია ის, რომ პატარას ვერ ვნახულობ. ეს არის ყველაზე ძნელი მშობლისთვის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის იქ ვართ, სადაც ქვეყანას სჭირდება“, – ამბობს გიორგი.

http://resonancedaily.com/

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close