მსოფლიო

ვინ არის მამაკაცი, რომელმაც 22 წლის შშმ პირი გოგონა გააუპატიურა და დააორსულა – ახლახანს შემზარავი ამბავი გასაჯაროვდა

ზუგდიდში 65 წლის მამაკაცს 22 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონას გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ფაქტი, სავარაუდოდ, როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, გასული წლის მაისში მოხდა. თუმცა მამაკაცი მხოლოდ ახლა დააკავეს. მეზობლები ამბობენ, რომ გოგონა გაუპატიურების შემდეგ ორსულად დარჩა.

loading...

მან ოჯახს მომხდარის შესახებ უამბო, თუმცა დაკავებული მამაკაცი ფაქტს კატეგორიულად აუტყოფდა და ამბობდა, რომ ეს გოგონას ფანტაზიის ნაყოფი იყო. როდესაც საბოლოოდ ორუსლობა დადასტურდა, ოჯახმა გოგონას ექსპერტიზა ჩაუტარა და დნმ-ის მიხედვით დადგინდა, რომ ბავში აღნიშნულ მამაკაცს ეკუთვნოდა. ოჯახმა კი გოგონასთვის ბავშვის მოშორების გადაწყვეტილება მიიღო.

ფაქტის გახმაურების შემდეგ პოლიციამ 65 წლის ბრალდებულ მამაკაცთან ერთად, გოგონას 3 ახლობელიც დააკავა, რომლებიც მამაკაცის სახლში შეჭრას ცდილობდნენ.

„პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1955 წელს დაბადებული 1 პირი დააკავა, რომელიც ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. სავარაუდო მსხვერპლისა და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 3 პირი“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ბრალდებულის და მსხვერპლი გოგონას მეზობლები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ სავარაუდოდ გოგონას გაუპატიურება რამდენჯერმე მოხდა. მათი თქმით, მეზობელი მამაკაცი 22 წლის შშმ-პირთან მაშინ მიდიოდა, როდესაც მისი მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ. აშინებდა მას და ამის შესახებ საუბარს უკრძალავდა.

ეჭვი დედას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გოგონას ბუნებრივი მდგომარეობა შეიცვალა და მას ორსულობა დაუდგინდა. გოგონამ კი ამის შემდეგ განაცხადა, რომ მასზე მეზობელი ძალადობდა.

„ამის შესახებ სამეზობლოში ყველამ იცოდა, თუმცა უკვე რამდენიმე თვეა ვერ მტკიცდებოდა და ეს კაცი კატეგორიულად უარყოფდა. ეს როგორ იკადრა, საწყალი ბავშვი მთელს უბანს და სამეზობლოს შვილივით გაზრდილი გვყავს. ყველა თავზე ვევლებოდით.

„თურმე ასე აშინებდა ბავშვს, რომ არაფერი ეთქვა. სახლში მაშინ შედიოდა, როდესაც დაიგულებდა, რომ შინ არავინ იყო. დედა მიხვდა, რომ ორსულად იყო. რომ წავიდა გამოკვლევა, გოგომ თავად თქვა, რომ მეზობელი მასზე ძალადობდა და ამის თქმას უკრძალავდა. როგორც ჩანს, რაღაცით აშინებდა.

„წაიყვანა პოლიციამ წუხელ. მაგისთანა უნმუსოს ციხე რად უნდა. ექსპერტიზა ჩაუტარეს ორსულს და დადგინდა, რომ მამა ეს არის. ოჯახმა ბავშვის მოცილების გადაწყვეტილება მიიღო. ამას თუ იკადრებდა ვინ წარმოიდგენდა. თავიდან ყველას გვეგონა, რომ სიმართლე არ იყო, რადგანაც ბავშვი ავად იყო და ჩავთვალეთ, რომ შეიძლება იგონებდა“, – აცახდებს გოგონას მეზობელი „რეზონანსთან“.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close