ექსკლუზივი

ვინ არის “კანონიერი ქურდი”, რომლის შვილის, “კაწროს” სახელი შაქარაშვილის საქმეს დაუკავშირეს …ექსკლუზიური ფოტოები


“კაკო ნი­კა­კოი” – ასე იც­ნო­ბენ “კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში” ქარ­თველ ე.წ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს აკა­კი ბი­ლა­ნიშ­ვილს, რომ­ლის სა­ხე­ლიც ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მას შემ­დეგ გა­ახ­სენ­და, რაც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს მისი შვი­ლი, ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი, იგი­ვე “კაწ­რო” და­უ­კავ­შირ­დეს.

loading...

68 წლის აკა­კი ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი სა­გა­რე­ჯო­და­ნაა. Прайм Крайм-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის წარ­სულ­ში ოთხჯე­რაა ნა­სა­მარ­თლე­ვი და სა­პყრო­ბი­ლე­ში ჯამ­ში 14 წელი აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. 1990-იან წლებ­ში, თა­ვის მე­გო­ბარ, “კა­ნო­ნი­ერ ქურდ” ტრის­ტან სი­ჭი­ნა­ვას­თან ერ­თად, ციმ­ბირ­ში, სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში, “ქურ­დულ სამ­ყა­როს ავი­თა­რებ­და”. იმ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კე­მე­რო­ვო­სა და ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­როდ­ში მე­გობ­რებ­მა რამ­დე­ნი­მე “ქურ­დი მო­ნათ­ლეს”.

2007-დან 2009 წლამ­დე უკ­რა­ი­ნა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად ცხოვ­რობ­და, სა­დაც და­ა­კა­ვეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ამ­გზავ­რეს.

ასა­კი­სა და შე­ლა­ხუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ და­ა­პა­ტიმ­რეს იმ პი­რო­ბით, რომ ქვე­ყა­ნას ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­ტო­ვებ­და, რის შემ­დე­გაც, ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დი­ო­და.

2013 წლის ივ­ნის­ში „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ კვლავ უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ვი­და, სა­დაც ისევ და­ა­კა­ვეს და ისევ დე­პორ­ტა­ცია გა­უ­კე­თეს. მა­შინ ბი­ლა­ნიშ­ვილს უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლა 5 წლით აეკ­რძა­ლა.

2013 წელს და­კა­ვე­ბი­სას გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში, ბი­ლა­ნიშ­ვილს ეუბ­ნე­ბი­ან რომ ისა­უბ­როს, თუმ­ცა ის უარს ამ­ბობს. შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ეუბ­ნე­ბა, ქარ­თუ­ლად თქვას რა­ი­მე და ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს – “რა ვიცი, მა­გის დე­დაც”. კი­თხვა­ზე კი, ეკუთ­ვნის თუ არა ქურ­დულ სამ­ყა­როს, ის თან­ხმო­ბის ნიშ­ნად თავს აქ­ნევს.

VIDEO: რა ვი­ცით “კაწ­როს” მა­მის, “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის”, კაკო ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ – მისი დნეპ­რო­პეტ­როვ­სკში და­კა­ვე­ბის სა­არ­ქი­ვო კად­რე­ბი

რაც შე­ე­ხე­ბა “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის” ვაჟს, ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვილს, ის შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მას შემ­დეგ და­კი­თხეს, რაც ტე­ლე­კომ­პა­ნია “მთა­ვარ­მა არ­ხმა” საქ­მე­ში მის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და. ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს. მან გან­მარ­ტა, რომ სურს ყვე­ლა­ფერს ფარ­და აე­ხა­დოს და მისი სა­ხე­ლი არ უკავ­შირ­დე­ბო­დეს ამ უმ­ძი­მეს საქ­მეს, რად­გან შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან, არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს.

ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვილს მა­მას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. მის “ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დზე მა­მას­თან გა­და­ღე­ბუ­ლი არა­ერ­თი ფო­ტოა, რო­მე­ლიც 2016-2017 წლე­ბით თა­რიღ­დე­ბა. თუ ამ ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის ად­გი­ლით ვიმ­სჯე­ლებთ, კაკო ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი ბოლო წლე­ბია სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close