ექსკლუზივი

ვინ არის და რატომ მოკლეს სახალხოთ, ქალაქის ცენტრში 27 წლის ახალგაზრდა-შვიდი ტყვია აქვს მოხვედრილი, აქედან ერთი გულის არეში

ჯავახეთში, 8 აგვისტოს მომხდარი ინცინდენტის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი, სოფელ გულიკამის მკვიდრი ვართან მირანიანია. ის ახალქალაქში თანასოფლელებთან ერთად, გაბიელიანებთან შესახვედრად ჩავიდა.

loading...

გავრცელებული ვერსიით, გულიკამელებსა და ახალქალაქელებს შორის, თავდაპირველად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი ინციდენტში ხელკეტები და ცეცხლსასროლი იარაღი გამოჩნდა.

როგორც ქალაქში ამბობენ, მირანიანმა სასტუმროს მეპატრონის ა.გაბრიელიანის მამა დაჭრა, რის გამოც შვილმა 27 წლის გულიკამელ მამაკაცს ესროლა. თანასოფლელების თქმით, მირანიანს შვიდი ტყვია აქვს მოხვედრილი, აქედან ერთი გულის არეში. სწორედ ის აღმოჩნდა სასიკვდილო.

ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ცხედარი საკუთარ სახლში გამთენიისას გადაასვენეს.

„ჩვეულებრივი ბიჭი იყო, თანასოფლელებისგან ჩხუბისთაობით არ გამოირჩეოდა. სოფელში რა უნდა ქნან ახალგაზრდებმა, სამსახური არ არის. ხან დომინოს თამაშობდნენ, ხან ყანაში მიდიოდნენ. ვართანი რამდენჯერმე რუსეთშიც იყო წასული სამუშაოდ. ახალქალაქში თანასოფლელებთან ერთად მიდიოდა, როგორც ვიცი, რამდენჯერმე ტოტალიზატორში იყვნენ“, – ამბობენ გულიკამში.

8 აგვისტოს მომხდარი ჩხუბის შედეგად, სხეულის დაზიანებები მიიღო ათამდე პირმა, ვართან მირანიანის ორ მეგობარს ხელი აქვს მოტეხილი. ახალქალაქის ჰოსპიტლის დირექტორის ალექს თოროიანის განცხადებით, მათ სამედიცინო მომსახურება გაეწიათ და მალევე გაეწერნენ.

დაკავებულია გაბრიელიანების ერთ-ერთი ძმა, რომელსაც განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლით ჩადენილ დანაშაულებს ედავებიან, ხოლო მისი მამა თბილისში, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

primetime.ge

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close