ექსკლუზივი

ვინ არის გოგონა, სავარაუდოდ ვის გამოც ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძე დაჭრა

ვინ არის გოგონა, სავარაუდოდ ვის გამოც ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძე დაჭრა
„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალ „მზესუმზირაზე“ დაიყო, სადაც ლევან თოფაძე ზურაბ ჟვანიას ვაჟის, ბუსა ჟვანიას ყოფილ შეყვარებულთან ერთად მივიდა.

loading...

ერთ-ერთი თვითმხილველი გვიყვება, რომ ამ ფაქტმა იქ მყოფი ბუსა ჟვანიას გაღიზიანება გამოიწვია, რასაც მცირე შელაპარაკება მოჰყვა.
მოგვიანებით, ლევან თოფაძე მეგობრებთან ერთად ვაკეში, მის საცხოვრებელ სახლში წავიდა, სადაც სისხლიანი გარჩევა მოხდა.
„კურიერმა“ კი იმ გოგოს სურათი გაავრცელა, ვის გამოც ზურაბ ჟვანიას შვილსა და გოგი თოფაძის შვილიშვილს შორის კონფლიქტი მოხდა.
ამასთან,

ambebi.ge-სთან საუბრისას ბუსა ჟვანიას და ლევან თოფაძის საერთო მეგობარი, რომლის ვინაობაც უცნობია ამბობს, რომ ბუსა თო­ფა­ძე­ე­ბის სახ­ლში ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გამო მი­ვი­და, რო­მელ­საც ორი თვის წინ და­შორ­და.
„ერ­თმა­ნე­თი წლე­ბი უყ­ვარ­დათ, გო­გოს ბუ­სას ოჯა­ხიც იც­ნობ­და. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნაა, წარ­მო­მიდ­გე­ნია, ახლა რა დღე­შია. ის და ლე­ვა­ნი­კო ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან და არ მიკ­ვირს, რომ მათ­თან სტუმ­რად იყო, რად­გან სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო წრე ჰყავთ.
მი­ზე­ზი რა გახ­და, არ ვიცი, მაგ­რამ ბუსა და ის ორი თვის წინ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. ბუსა ვერ ეგუ­ე­ბო­და ამას და თურ­მე ეჭ­ვი­ა­ნობ­და, ყველ­გან დას­დევ­და და ხვდე­ბო­და.
იმ ღა­მე­საც ალ­ბათ გა­ი­გო, რომ ლე­ვა­ნი­კოს­თან მე­გობ­რე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და მისი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც იქ იყო. ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტომ მი­ა­კი­თხა თო­ფა­ძე­ებს სახ­ლში“, – ამბობს მეგობარი.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close