საზოგადოება

ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

გორელი 40 წლის სოსო ბაბუნიშვილი კიევში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს.

loading...

ბაბუნიშვილის ცხედარი უკვე საქართველოშია ჩამოსვენებული. როგორც “რეგიონულ კვირას” ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ბაბუნიშვილი ბოლო რამდენიმე წელია უკრაინის დედაქალაქში ცხოვრობდა და მუშაობდა.

“ხვალაა დაკრძალვა. ძალიან კარგი ბიჭი იყო. რამდენიმე წელია უკრაინაში იმყოფებოდა. არ ვიცით ზუსტი მიზეზი გარდაცვალების. ნაწილი გულის შეტევას ასახელებს, თუმცა გულის პრობლემები არასდროს ჰქონია. მეგობარს უნახავს კიევის სახლში, ორი დღის გარდაცვლილი ყოფილა. სად მუშაობდა და რას საქმიანობდა ნამდვილად არ ვიცით”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close