ექსკლუზივი

“ვინც დღეს ლარიან პურს ყიდის ორ ლარად, საკუთარი ერის მოღალატეა!… არავის შეერგება მიტაცებული თანხები – მამა პეტრე

ჯანმრთელობის პრობლემების გარდა კორონა ვირუსი ქვეყნების ეკონომიკასაც უტევს. იზრდება ფასები და მოსახლეობა სუპერმარკეტებში დახლებს აცარიელებს. ამ ფაქტს სვეტიცხოვლის მოძღვარი მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ყველა ვინც ასეთ რთულ დროს ფასებს ზრდის სამშბლოს მოღალატეა.

loading...

“ამ მძიმე სიტუაციაში, როცა მოსახლეობა ვირუსთან ერთად რთულ სოციალურ ფონს ებრძვის, საგანგებო მდომარეობის შემთხვევაში მარკეტები, სავაჭრო ცენტრები სარგებლობენ არსებული გარემოებით და დაბნეული მოსახლეობის ხარჯზე გაოთხმაგებულ ფასებში ყიდიან ვადაგასულ საქონელსაც…
ახლა, ისე როგორც არასდროს, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთმანეთის მხარში დგომა.
არავის შეერგება მიტაცებული თანხები და კორონა არ იქნება საბოლოო, რაც შეიძლება დაგვემართოს…
ვინც დღეს ლარიან პურს ყიდის ორ ლარად, საკუთარი ერის მოღალატეა!..
უნამუსობას კორონაც ვერ აშინებს!..” – წერს მამა პეტრე კოლხი.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close