ექსკლუზივი

[ვიდეო] ხანძარი გემზე – ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს – VIDEO

ქართველმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში ხომალდ BELLATRIX-ის ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს. 

loading...

როგორც report.ge-ს სამაშველო ოპერაციაში მონაწილე მესამე რანგის კაპიტანმა გიორგი თუშმალიშვილმა განუცხადა, ხომალდზე ხანძარი გაჩნდა და ქართველმა მეზღვაურებმა თავიანთ გემზე ცეცხლმოკიდებული გემიდან ეკიპაჟის ყველა წევრი უვნებლად გადაიყვანეს.

გადარჩენილ მეზღვაურებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები.

გიორგი თუშმალიშვილის ინფორმაციით, გადარჩენილ მეზღვაურებს იტალიის ერთ-ერთ პორტში გადაიყვანენ, რაც შეეხებათ ქართველ მეზღვაურებს, ისინი სამაშველო ოპერაციისას არ დაშავებულან და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

პანამის დროშის ქვეშ მცურავ მშრალ ტვირთმზიდ ARIFE-ზე ექვსი ქართველი მეზღვაურია დასაქმებული, სწორედ მათ მოახერხეს უცხოელი კოლეგების გადარჩენა.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close