ექსკლუზივი

[ვიდეო] ინფორმაცია ამ წუთებში ვრცელდება! გახარია პოსტს ტოვებს, ვინ იქნება მისი შემცვლელი?!

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია პოსტს ტოვებს – გუშინ ბიძინა ივანიშვილსა და გახარიას შეხვედრა შედგა. 
“მთავარი არხის” ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა პრემიერ მინისტრს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა,
ახალი პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე განიხილება სამი ადამიანის კანდიდატურა – სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. 
მთავრობის კანცელარიაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მათი თქმით, პრემიერი შენობაშია და სამუშაო შეხვედრებს მართავს. 
შეგახსენებთ, რომ მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების, მათ შორის, პრემიერის მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ პირველად მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავის საავტორო გადაცემაში “მთავარ აქცენტებში” ისაუბრა. 

loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close