ექსკლუზივი

(ვიდეო) დიდი ტრაგედია-პირველი კადრები ფონიჭალიდან – უმძიმეს ავარიაში 2 მცირეწლოვანი ბავშვი და ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ფონიჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძიმედ დაშავებული 7 წლის ბიჭი გარდაიცვალა. [ვიდეო/video]

loading...

მცირეწლოვანი კიდევ 4 დაშავებულთან ერთად სასწრაფომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 25 წლის ახალგაზდა ქალი და მისი 4 წლის შვილიც.

შეგახსენებთ, ქვემო ფონიჭალაში მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბოძს, შემდეგ კი 7 ადამიანს დაეჯახა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შვიდივე პირი ერთი ოჯახის წევრები არიან და ისინი ქორწილიდან სახლში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ავტომობილში ჩასხდომის დროს კი მათ სხვა მანქანა დაეჯახათ, რის შედეგადც 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში. 4 დაშავებული  სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამის მკურნალობას გადის.

ვიდეო იხილეთ აქ

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close