ექსკლუზივი

ვაშლიჯვარში გადაღებული შემზარავი ვიდეო: ძაღლთან მოფერების მიზნით მივიდა, მაგრამ ჟორიკას შეეშინდა და…

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მიკედლებულმა ძაღლმა ბავშვს კბილი გაკრა, რის გამოც ის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა მერიის თავშესაფარში გადაიყვანეს.
 

loading...

თავშესაფრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ძაღლი დამნაშავეა მაგრამ მისი მოკვლა დაუშვებელია.
 
„3 აგვისტოს საღამოს ვაშლიჯვარში ერთ-ერთ მარკეტთან, სადაც წლებია მიკედლებულია კასტრირებული ძაღლი სახელად ჟორიკა, ინციდენტი მოხდა. პატარა გოგონა, სავარაუდოდ მამასთან ერთად მოძრაობდა მაღაზიის წინ. გოგონა მივიდა ძაღლთან მოფერების მიზნით, მაგრამ ჟორიკას შეეშინდა და კბილი გაკრა.
 
საბედნიეროდ გოგონამ მიიღო მსუბუქი დაზიანება, მაგრამ დიდი სტრესი და შიში. ჟორიკას საქციელს გამართლება არ აქვს, უნდა დაისაჯოს, მაგრამ სასიკვდილო განაჩენისთვის ძალიან ცოდოა.
 
ძაღლი გადაყვანილია ცხოველთა მონიტორინგის მიერ მერიის თავშესაფარში და ელოდება განაჩენს. აქვე გთავაზობთ სათვალთვალო კამერის ამონაწერს, სადაც ეს ინციდენტი კარგად ჩანს.“ – წერია თავშესაფრის განცხადებაში.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close