ექსკლუზივი

“ვანიშვილი შეშინებულია… ხელისუფლებაზე ზეწოლის ახალი ეტაპი იწყება”- ოპოზიცია

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებისა და სენატორების უმევავეს წერილს, საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები აფასებენ.

loading...


“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ივანიშვილის ხელისუფლებუს მიმართ დასავლეთის ზეწოლის კიდევ უფრო გაზლიაედრებას ელოდება

“ეს არის ახალი ეტაპი იმ ზეწოლის, რომელიც იწყება ივანიშვილის ხელისუფლებაზე. პირველად ხდება, როდესაც სენატი და კონგრესი ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.

ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში, როგორც რუსეთთან მიმრთებაში, ასევე ირანთან, – აცხადებს სამადაშვილი.

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს კარგად იცნობს, აცხადებს, რომ უპრეცედენტო კრიტიკის შემდეგ ოლიგარქი შეშინებულია.

“წარმომიდგენია, ბიძინა ივანიშვილი რა შეშინებულია”, – ამბობს ის.

“ივანიშვილმა უკვე ისე შეტოპა, რომ თავს დამანებებენ, ამით თავს ვერ დაიმშვიდებს იმიტომ, რომ როდესაც ძალიან გავლენიანი კანონმდებლები საკუთარ მთავრობას წერენ, რომ საჭიროა, უკვე სერიოზული რეგიარება, ბიძინა ივანიშვილი, ახლა წარმომიდგენია, რა შეშინებულია”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

“ერთიანი საქართველო – დამოუკიდებელი მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დასავლეთის გზავნილებს საგანგაშო სიგნალს უწოდებს.

“გზავნილები, რომელიც მოდის აშშ-ის კონგრესიდან, სენატიდან, ევროპარლამენტიდან და საერთოდ დასავლელი პარტნიორებისგან, არის ძალიან საგანგაშო სიგნალი, – ამბობს ბურჯანაძე.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის მიმართ მიწერილ წერილში ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებასთან ერთად რუსეთის ინტერესების გატარებასა და ამერიკული ბიზნესის შევიწროებაში ადანაშაულებენ.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close