ექსკლუზივი

ე.წ. წითელი ინტელიგენცია სააკაშვილის წინააღმდეგ-შენ დაახტი წამოწოლილ გუბაზ სანიკიძეს და დააფრინდი მეგია გოცირიძეს – რეზო ამაშუკელის მიმართვა სააკაშვილს (ვიდეო)

ე.წ. წითელი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელს, რობერტ სტურუას საკუთარი სიტყვები და ხელმოწერა უკან მიაქვს. 

loading...

მას შემდეგ, რაც 37 მანეთის სინდრომით შეპყრობილთა პრორუსულ და ანტიდასავლურ მიმართვას, საზოგადოებისაგან უმწვავესი რეაქცია მოჰყვა, ხელმომწერებმა რიტორიკა შეცვალეს. 

შეგახსენებთ რომ ე.წ. წითელი ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს რამდენიმე დღის წინ მიმართეს. 

მიმართვას, რომელსაც ხელს აწერენ: რობერტ სტურუა, რეზო ამაშუკელი, ქეთი დოლიძე, ელიზბარ ჯაველიძე, თამაზ წივწივაძე, გოგი ქავთარაძე, გოგი ხარაბაძე, ჯონდი ბაღათურია და თემო გოცაძე, ნათქვამია, რომ „საქართველოს გაცხადებულმა მიზანმა, გახდეს ნატო-ს წევრი, ქვეყანას რუსეთთან პრობლემები შეუქმნა“. 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“-მ გადაწყვიტა, მიმართვის ერთ-ერთ ორგანიზატორსა და გამოკვეთილ პრორუსს, რეჟისორს რობერტ სტურუას დაკავშირებოდა. 

რეჟიროსმა, როგორც ჩანს, საზოგადოების მძაფრი კრიტიკის შემდეგ, „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას უარყო ხელმომწერთა რიგებში ყოფნა. 

„ეს არ არის სიმართლე, მე არ მომიწერია ხელი მიმართვაზე. პირიქით, მე მინდა რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს“, -აღნიშნა რობერტ სტურუამ.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close