ექსკლუზივი

ექსკურსიაზე ქალი გააუპატიურეს

ლაგოდეხის ნაკრძალში გერმანელი ტურისტი გააუპატიურეს.

არსებული ინფორმაციით, გერმანიიდან ჩამოსული ტურისტები, ცოლ-ქმარი ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე, ღამისთევით შავი კლდეების ტბაზე იმყოფებოდნენ.

ღამე, 30 წლამდე გერმანელი ქალი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა გააუპატიურა, ის ნაკრძალში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. სექსუალურ აქტს შეესწრო ახლგაზრდა გოგოს მეუღლე.

როგორც “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაკავებულია 1 პირი, რომელსაც ბრალი უკვე წარედგინა.

უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის, მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8 დან 10 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close