საზოგადოება

ეს ყველამ უნდა იცოდეს, ეს ყველამ უნდა გაიგოს,“ქართველმა ექიმებმა სიმსივნე გაქვსო, 3ჯერ გამიკეთეს ქიმიოთერაპია, ბინა გავყიდეთ, ღია ცის ქვეშ ვცხოვრობთ მე და ჩემი ცოლ-შვილი, უცხოეთში წავედი და სიმსივნე არ გაქვსო…”

„თა­ვი­დან ტკი­ვილ­მა შე­მა­წუ­ხა და ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ურო­ლოგ­თან მი­ვე­დი. იქ მი­თხრეს სას­წრა­ფოდ სა­ო­პე­რა­ციო ხარო და გა­მიშ­ვეს თბი­ლის­ში. თბი­ლის­შიც იგი­ვე პა­სუ­ხე­ბი მი­ვი­ღე, რომ მქონ­და სა­თეს­ლე ჯირ­კვლის სიმ­სივ­ნე და სა­ო­პე­რა­ციო ვი­ყა­ვი. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი დი­აგ­ნოზს არ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. და­მი­ნიშ­ნეს ქი­მი­ო­თე­რა­პია და სამი კურ­სი ჩა­ვი­ტა­რე – სა­ერ­თო ჯამ­ში, 15 გა­დას­ხმა. ძა­ლინ მძი­მედ იმოქ­მე­და, დავ­სივ­დი მთლი­ა­ნად, თმე­ბი და წარ­ბე­ბი დამ­ცვივ­და და ა.შ. სამი კურ­სის შემ­დეგ მი­თხრეს, რომ სიმ­სივ­ნე შემ­ცი­რე­ბუ­ლია ზო­მა­შიო და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბიც მომ­ცეს.

loading...

“დე­დე­ბის ფონ­დის” დახ­მა­რე­ბით, საფ­რან­გეთ­ში გა­ვემ­გზავ­რეთ და იქ ორ სხვა­დას­ხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წამ­ყვან­მა ექი­მებ­მა შე­მა­მოწ­მეს, ჩა­მი­ტა­რეს ყვე­ლა სა­ჭი­რო კვლე­ვა და მი­თხრეს, რომ არა­ნა­ი­რი სიმ­სივ­ნის კვა­ლი არ ფიქ­სირ­დე­ბო­და ჩემს ორ­გა­ნიზ­მში, რომ ვი­ყა­ვი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვიცი გამ­ხა­რე­ბო­და თუ არა. რომ გა­ვი­გე, თურ­მე, სიმ­სივ­ნე არ მქონ­და შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, არ ვი­ცო­დი რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რა მეგ­რძნო. გაბ­რა­ზე­ბა, სი­ხა­რუ­ლი და ყვე­ლა ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო შეგ­რძნე­ბა უერ­თდრო­უ­ლად და­მე­უფ­ლა. ჩა­მო­ვე­დი ჩემი ახა­ლი პა­სუ­ხე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში და მი­ვა­კი­თხე ჩემს ქარ­თველ მკურ­ნალ ექი­მებს, მოვ­თხო­ვე პა­სუ­ხი იმა­ზე, თუ რა­ტომ მი­კე­თებ­დნენ ქი­მი­ებს, მა­შინ რო­დე­საც სიმ­სივ­ნე არ მქონ­და. ისე­თი პა­სუ­ხე­ბი გამ­ცეს, აზრი ვერ გა­მო­ვი­ტა­ნე. ძა­ლი­ან მინ­და, რომ სა­სა­მარ­თლო­ში და­ვამ­ტკი­ცო ჩემი სი­მარ­თლე და კომ­პენ­სა­ცია მო­ვი­თხო­ვო, რად­გან ამ მკურ­ნა­ლო­ბის გამო, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვი­ტა­ნე სახ­ლი­დან და გავ­ყი­დე. ბო­ლოს სახ­ლიც გავ­ყი­დე და ახლა ღია ცის ქვეშ ვართ მთე­ლი ოჯა­ხი დარ­ჩე­ნი­ლე­ბი. ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის მიერ გა­წე­ულ დახ­მა­რე­ბა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ. ად­ვო­კა­ტის ფუ­ლიც კი არ მაქვს, რომ ვუ­ჩივ­ლო, რად­გან ძა­ლი­ან გვი­ჭირს ახლა მა­ტე­რი­ა­ლუ­რად”, – ჰყვება გი­ორ­გი ბო­ბო­ხი­ძე.გააზიარე

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close