ექსკლუზივი

„ეს ბოლო საუბარი იყო დედა შვილს შორის, ზარიც და სიცოცხლის კავშირიც ერთდროულად გაწყდა“ – ჩანახატი შაქარაშვილის ცხოვრებიდან

სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილისთვის შექმნილ ჯგუფში, ერთ-ერთი ჯგუფის წევრი, ემოციურ ჩანახატს ავრცელებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოყვა.

loading...

ჩანაწერი გიორგისა და დედამისის საუბარზეა.

დაიჯესტი გოგონას ჩანახატს უცვლელად გთავაზობთ:

„დე ხვალ მეგობარი გოგონას დაბადების დღეზე ვარ დაპატიჟებული, შემოსვლისთანავე დედის ყელზე შემოხვეულმა გიომ უთხრათ დედას, იმედი მაქვს უარს არ ეტყვი ჩემს ვიზიტს.

ოხ! რამდენი ხანია შენი ეგეთი ტონი აღარ მომისმენია, რა იყო გიო ბავშობას იხსენებ?არა დე უბრალოდ გეუბნები.

საჩუქარს ვერ შემარჩევინებ? რასაკვირველია გავიდეთ და ვიყიდოთ რაიმე კარგი, შენ რომ შეგეფერება ისეთი.

დედას ეამაყებოდა მისი უზომოდ მოწესრიგებული, იუმორით სავსე წარმატებული ვაჟი, მისი თვალებით უყურებდა სამყაროს, ის იყო მისი ცხოვრების აზრი და სიცოცხლე.

მხრებამდე სწვდებოდა დედა შვილს, ერთი გაიფიქრა რა უცებ გაიზარდა და სასიამოვნოდ ჩაიღიმა.

რაღაც ჩვეულზე მეტად ეფერებოდა გულში დედა, რაღაც მეტმა ყურადღებამ მოიცვა მისი შინაგანი ინსტიქტი, ამ დროს ანნაც შემოვიდა, ისიც ჩვეულად მიესლა დედას, ძმას და სამზარეულოში გავიდა.

მშია დე, მეც მშია, უი გიო მოდი ერთად ვისადილოთ.და ძმა სადილზე შემოუსხდა მაგიდას, დედამ კიდევ ერთხელ გადაავლო შვილებს მზრუნველი თვალი და გავიდა, გიო რომ ვისადილებთ გავიდეთ საჩუქრისთვის.

ვა!- ხვალხისთვის ემზადები? ირონიული ღიმილით შეხედა ანიმ ძმას და კითხვას კითხვა დაემატა, ჰა!-

ისიც იქნება? -კაი რა, არც ისეა საქმე, შენ როგორც ფიქრობ,

მე არაფერს არ ვფიქრობ მაგრამ, მეც მინდა რაიმე ვთქვა.

-შენც იტყვი როცა სათქმელი იქნება, დღეს ჩემი ოცნება, ჩემი სპორტი და წარმატებაა მეტი არაფერი, ასე რომ სათქმელი არაფერია….

-ხო კაი კაი ისე ვიკითხე და ძმას სიყვარულით თმები „წამოუჩეჩა“ .

გიომ დედასთან ერთად შეარჩია საჩუქარი და მოწესრიგებული, ულამაზესი შვილი დედამ მეგობრის დაბადების დღეზე, პირჯვარგადაწერილი გაუშვა.

დედის წინათგრძნობა და გულის უჩვეულო ფორიაქი მოსვენებას არ აძლევდა, რამოდენიმეჯერ დაურეკა დედამ, მიხვდა გიო -დე არ იდარდო „მეგობრებთან“ ერთად ვარ, აქ კარგი „სიტუაციაა“ კარგი რა დე, ჩემ თავს გაფიცებ არაფერზე ინერვიულო, დაიძინე გთხოვ.

კარგად იცოდა გიორგიმ დედა რომ არ დაიძინებდა, მაგრამ მაინც უთხრა და გაითიშა ტელეფონი. ღამის პირველ საათზე კიდევ მოიკითხა დედამ შვილი, შვილის თვალებით მომზირალმა და დედობრივი ინსტიქტით გულაფორიაქებულმა დედამ, ყველაფერი კარგად არის დე ვერთობით რა, ერთად ვართ მშვიდად.

ეს ბოლო საუბარი იყო დედა შვილს შორის, ზარიც და სიცოცხლის კავშირიც ერთდროულად გაწყდა.

4 დღიანი ჯოჯოხეთი, მუხლებზე დამხობილი დედის გოდება, უშედეგო ძებნა და ნუგეში. უგზო უკვლოდ გამქრალი, ყველასგან მიტოვებული გიორგი.

ნაპოვნი ფეხსაცმელი.. და პატარა წელის ჩანთა და ისევ იმედი ….იმედი უშედეგო, რადგან გიორგი მკვდარი იპოვეს დიახ მკვდარი, წყალში, არაგვში.დ ე დ ა ა ა! შ ვ ი ლ ო……

ერთი შეკივლება დედის და კლდესავით გაქვავება!

რატომ? ვინ? კითხვები-

პასუხები არა!- და მაინც რატომ და მაინც ვინ?

რატომ მიატოვეს „მეგობრებმა“ რატომ და ვინ გასწირა სიცოცხლით სავსე ულამაზესი გიორგი? ნუთუ ეს კითხვა იმ მასწავლებელს უნდა დაუსვათ, ვისაც არაფრად უღირს ერთი „უწიგნური“ გიორგის სიკვდილი, ან იქნებ იმ ამხანაგებს, ვინც სამარისებურად სდუმს, ან იმ სპორტსმენებს, რკინის ხელებში, რკინის ხელკეტები რომ უკავიათ? ან იმ პატრულს და პოლიციას, კვალს იქამდე რომ აქრობს ბრალი და სამართალი არავის რომ არ მოეკითხოს.

მაინც რა მოხდა? ეს უზომოდ მოწესრიგებული აბსოლიტურად ფხიზელი სიცოცხლით და სიყვარულით გაუმაძღარი ახალგაზრდა, რომელიც არ გადავაჭარბებ და ვიტყვი, იქ ვინც იყვნენ, გოგონებიც და ვაჟებიც ყველას სჯობდა და ეხლაც სჯობს, დიახ სჯობს, ის არ მიატოვებდა „მეგობრებს“ მათაც ხომ იციან ეს!

ფეხსაცმელები გაიხადა, ჩანთა დადო ლამაზად, თავისი ხელით დაიმტვრია (თვითგვემით) თავი და წყალში გადახტა, უკუნეთ სიბნელეში. თუ ეს ასე არ იყო დაამტკიცეთო.აი ეს უნდა დაიჯეროს დედამ, მამამ დამ.ესაა სიმართლე?

და ამ დროს დამწუხრებული საზოგადოება ცრემლიანი უცქერის ტელევიზიებს, იქნება გავიგოთ რამე ახალიო, არა ბატონებო ამ საქმეში ახალი აღარაფერი იქნება, ხოლო გიორგი, დათუნა, ლაშა და ა.შ. (დაგვიფაროს ღმერთმა) ბევრნი, იმიტომ, რომ იმიტომ… სამართალი სად ვეძებოთ!?მ ე გ ო ბ რ ე ბ ო!

„ბავშვებო“ არა ეს სიტყვა არ შეგეფერებათ. მე გიორგი ვარ თქვენგან მიტოვებული გიორგი, მე თქვენ არასდროს მიგატოვებდით, თქვენ რატომ გააკეთეთ ეს?!

მე მიპატიებია თქვენთვის, თქვენი სული თუ გაპატიებთ, მეცოდებით, მეცოდება ჩემი თაობა, თქვენი ცხოვრება განწირულია, თქვენ არ გაქვთ მომავალი!!!!!დაფიქრდით ამაზე!!!!!რატომ მიმატოვეთ, რატომ გამწირეთ?“- წერს ბარბარე, სპეციალურად გიორგი შაქარაშვილისთვის შექმნილ ფეისბუქ ჯგუფში.

ცნობისთვის, 

19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close