ექსკლუზივი

“ეს არაკაცი წუხელის მარშუტკაში ხელებს მიფათურებდა… ერთხელ გავაფრთხილე… მეორეჯერ უკვე… არ ვნანობ ჩემს საქციელს… ასეთები საერთოდ არ უნდა იბადებოდნენ…”

სოციალური ქსელის მომხმარებელი ამ ისტორიას აქვეყნებს:

loading...

“ეს ბიჭი (30-35 წლი იქნებოდა, მეტის არა) მარშუტკაში მეჯდა გვერდით. ჭეჭყვა იყო, როგორც წესი. მე ფანჯარასთან ვიჯექი და რამდენჯერმე არ მივაქციე ყურადღება, ზედმეტად რომ მაწვებოდა.

შუა გზაში მხოლოდ მოწოლას აღარ ჰქონდა ადგილი. ძალიან მშვიდად, შეუმჩნევლად, გავხსენი ჩანთა და ამოვიღე ჩემი ძალიან მძიმე და დიდი გასაღები. დავატრიალე თითზე – მის ცხვირწინ და ხელებს თუ არ გააჩერებ, სადაც საჭიროა იქ ჩაგარჭობ მეთქი, ვუთხარი. რა გინდაო, ვერა ხარო შენო და რაც მინდა, როცა დაგასისხლიანებ, მერე მოგიყვები მეთქი.

გაჩერდა.

ასე, 1 წუთის შემდეგ იგივე გააგრძელა. ცოტა გამიკვირდა და საკუთარი სიტყვების დამაჯერებლობაში ეჭვი შევიტანე. ასევე მშვიდად გავთიშე მუსიკა ყურსასმენში (რას ვაპირებდი, არ ვიცი, ის ვიცი, რომ სახეში მინდოდა მელეწა ზემოთაღნიშნული მძიმე გასაღები) და ამ დროს მესმის გოგოს ხმა, რომელიც ფეხზე იდგა, ამ ბიჭის გვერდით – შე ახვარო, ვიღაცა ხელებს დაგალეწავს ერთ დღესაცო და ფაილში ჩადებული დამრგვალებული ფურცლები ჩაარტყა მხარზე. შეაგინა ამან და იმ საწყალს ხმა უკანკალებდა უკვე, ხელებს რატომ არ აჩერებო, ერთხელ ხო გითხრესო, რა გინდოდა შე დამპალოო და ლამის ატირებული ჩავიდა.

ეს აგინებდა.

ანუ – ორი ხელი ხომ ჰქონდა იმ ხელებსგასახმობს, მარცხნიდან მე არ მასვენებდა, მარჯვნიდან – იმ გოგოს.

მხარზე წამოვარტყი ხელი, ადე ძმა მე და შენ ჩავდივართ-მეთქი. სად ჩავდივარ არ ჩავდივარო. და ვუყვირი მძღოლს, რომ გააჩეროს. მოვკიდე ქეჩოში ხელი (არადა მაღალია საკმაოდ ჩემზე) გავუშვი წინ და აბა ეხლა დამელოდე მანდ-მეთქი.

ამ დროს 112 უკვე ხაზზე მყავდა და სანამ ოპერატორს ვუხსნიდი რა ხდებოდა, მაგ დროს გადავუღე ეს და კიდევ სხვა ორი ფოტოც.

ამან ტელეფონი ამოიღო, ვითომ რაღაცა ეძებდა, ან რა სულელია, რომ ჩავიდა მარშუტკიდან, ეგრევე კი არ გაიქცა, დამელოდა. ეს მარშუტკაც იდგა ასე გაშეშებული და სამჯერ მეტი ხალხი, შიგნით რომ იყო შეჭუჭყნული, გვიყურებდა.

ოპერატონს ვუხსნი სიტუაციას, ვეუბნები ზუსტ მისმართს, ვეუბნები, სად რა არის და ვუკივი, რომ ტიპი გარბის, მე მივსდევ და ებიჯო ქენით რამე ამ გამოკითხვას ხომ მოასწრებ მერეც.

ნუ, მოკლედ ეს გაიქცა.

15 წუთი ველოდე პატრულს, მაგრამ მომაკითხა კრიმინალურმა.

ჯერ ქუჩაში მოვუყევი ამათ რა ხდებოდა და რას ვითხოვდი, მერე განყოფილებაში გაუმეორე იგივე ვიღაცას. მერე პატრული, რომელიც გამოძახებაზე უნდა მოსულიყო, მოვიდა იქ და გამომკითხა, ისევ სიტყვა-სიტყვით. მერე ვიღაც უფროსს.

ბოლოს გამომძიებელს.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ გამომძიებელი გულისხმიერი და კარგი ტიპი იყო.

სულ თავიდანვე გავაფრთხილე ყველა, რომ ჩემი უფლებებიც ვიცი, ისიც ვიცი, რომ ვიღაც გამოხტება მათ შორის და მეტყვიან რაზე კარგავ დროს, ან კაი ეხლა დაფიქრდი, ან იქნებ მოგეჩვენა ან მსგავსები – და აზრი არ ჰქონდა.

ყველაზე დიდი დისკომფორტი იცით რა იყო? ის, რომ ქალი ბევრჯერ სხვადასხვა კაცთან ყვება იმ ისტორიას, რომელიც არც კი უნდოდა, რომ დამართნოდა.

მიუხედავად იმისა, რომ არ ვიბნევი რთულ სიტუაციებში არასდროს, იმის მიუხედავად, რომ არც ფიზიკური დაზიანება მქონდა, არც რაიმე ტრავმა, მაინც დამთრგუნველია ამდენჯერ, დეტალურად გახსენება თუნდაც მხოლოდ შეხების.

წარმოდგენაც არ მინდა, რას გადიან გოგოები, რომლებიც გააუპატიურეს.

მე იმიტომ კი არ მივმართე სამართალდამცველებს, რომ მოცლილი ვარ, სხვა საქმე არ მაქვს, მეხალისება ან თავგადასავლები მინდა, იმიტომ დავრეკე, რომ მე შემეხო, იმ გოგოს შეეხო, ჩვენამდე კიდევ ძალიან ბევრს შეეხო და იმ ბევრიდან ერთ-ერთს რომ ამოეღო ხმა, ერთს მაინც რომ გადაედგა თამამი ნაბიჯი, ეს ტიპი დღეს მაგას ვერ გაბედავდა.

მე რომ დღეს ასე არ მოვქცეულიყავი, ხვალ შეიძლება ვიღაცას ძალიან დაუნგრიოს ცხოვრება, ისეთს, ვინც ვერ ამოიღებს ხმას, ან ისეთს, ვინც ცუდად დაასრულებს თავის ცხოვრებას.

არ ვნანობ ჩემს საქციელს. მაგრამ არა, კარგად არ ვარ,” – წერს ქალბატონი.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close