ექსკლუზივი

“ეს ანია, ნიკორას მოლარე, ღამის ცვლაში მუშაობს… უნდა გაგაფეისბუკო თქო,ვუთხარი… ვეუბნები, შენ აქ ახალი ხარ, შენი თანამშრომლები მიცნობენ”

ეს საყვარელი გოგო ანია, ”ნიკორას” მოლარე/კონსულტანტი. ღამის ცვლაში მუშაობს. ღიმილით,სწრაფად,გულიანად ასრულებს თავის მოვალეობას. ყველა მომხმარებელს თბილად ესაუბრება,,თვალებში უყურებს და შესაბამის კითხვებს უსვამს. საუბრობს ხმადაბლა, თბილი ტონით. ჩემს რიგამდე რამდენიმე მომხმარებელი იდგა. ერთი ირანელი კაცი იყო. გადახდისას მის ბარათს ნელი ტემპით ატარებდა ტერმინალი და ანიმ სთხოვა ქარტულად, დაიცადეთ, სანამ დაადასტურებსო. შემდეგ რუსი მამა-შვილი იყო რიგში. უამრავი რამ იყიდეს, მაგიდა სავსე იყო და სხვა მხარესაც ეწყოთ ნივთები. ანი ქართულად ესაუბრება- უკაცრავად, ეს ყველაფერი თქვენიაო, ესენიც გავატაროო? მამა ჯერ ვერ მიხვდა კითხვია შინაარსს, მაგრამ

loading...

ჟესტით მიხვდა რაშიც იყო საქმე, რუსულად პასუხობს – და ეტო ვსიო ნაშე. დიახ,,ზუსტად მაგას გეკითხებოდითო- უპასუხა ანიმ. კიდევ რამდენიმე კითხვა – პასუხი გაცვალეს იგივე რეჟიმში. მადლობა გადაიხადეს მომხმარებლებმა და გავიდნენ. დადგა ჩემი ჯერი. მიღიმის ანი და მეკითხება, დიდ პარკში ჩაგილაგოთო? მეც ვუღიმი და კითხვაზე კითხვით ვპასუხობ- შენ სპეციალურად არ ესაუბრე რუსულად თუ დავიჯერო არ იცი ენა თქო? უფრო გაიღიმა და მცირე დუმილის შემდეგ- არა, იმდენი კი ვიცი, რომ პასუხი გავცეო. მანამდე სურათები გადავუღე და უნდა გაგაფეისბუკო თქო,ვუთხარი. სახეზე ღიმილი გაკვირვებით შეეცვალა და მივხვდი, დაიბნა. ვეუბნები, შენ აქ ახალი ხარ, შენი თანამშრომლები მიცნობენ და იციან ვინც ვართ მე და ჩემი მეუღლე თქო. ოკუპაციას ვებრძვით და შენ კიდევ უმაგრესი გოგო ხარ თქო. 
ანი, საყვარელი გოგოა, საუბრობს მომხმარებლებთან თბილი ტონით, ქართულად, მხოლოდ ქართულად!

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close