ექსკლუზივი

ერი ტირის. მოხუცები შიმშილობენ, ბავშვმა შიმშილის გრძნობას ვერ გაუძლო და თავი ჩამოიხრჩო- ამ ტრაგედიას შენს გარდა სხვა ,,გმირი” არ ჰყავს.შემირცხვენია ის ქართველი ქედს შენს წინაშე მოიხრის.

ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

loading...

ამ ტრაგედიას შენს გარდა სხვა ,,გმირი” არ ჰყავს.
სახე ისეთი ფორმით დაკარგე პოლიტიკურ რესტავრაციას აღარ ექვემდებარება.

კარგად გაგიცანით, მატყუარა ხარ, სააკაშვილი შენი ფულით კი არა ჩვენი გაჭირვების გამოყენებით დაამარცხე. არცერთი დანაპირები არ შეასრულე, გამუდმებით ერს თავს ამადლი, ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებაც კი წაართვი. დამშეულ ხალხს დასცინი საბჭოური ოთხწლედებით პირდები აყვავებას, საზოგადოება გაანადგურე. მსახეობები, ვეტერანები, რეჟისორები და სპორცმენები იყიდე. ვინც ვერ მოისყიდე ყველას ნაცად ასაღებ ან იჭერ ან ქვეყნიდან დევნი.

ამასობაში ივანიშვილის საქართველო – გახლავს ქვე-,,ყანა” რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 3 700000 .

2.ჰყავს 2 000000 -მდე ემიგრანტი.
3.მოსახლეობის 1000000 -მდე უმუშევარია.
4. 1000000-მდე მოქალაქე კი სოციალურად დაუცველი.

5. 400000- მდე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული.

6. ნარკოდამოკიდებული მოქალაქე უკვე 60 000-მეტია.

7. ქვეყანაში 800000-მდე პენსიონერია.
8. 700000 -მდე სკოლის ასაკის.
9. გვყავს 250 -მდე პოლიტიკური პარტია.
10. აქედან 20 000 -მდე გრანტებს გამოკიდებული არასამთავრობო.

11. ასევე 23 000 -მდე პატიმრი.
12. გვყავს 42 მილიონერი პარლამენტარი.
13. ასევე 18 კომერციული სუპერმოგებაზე გასული ბანკი.

თავი ამ გასაცოდავებული მასის დირიჟორი გგონია, ხალხისგან ხან ხიდაშელი-უსუფაშვილების განდიდებას მოითხოვ ხან პირიქით მათ გინებას აიძულებ.

შენ ერთი სახე არ გაქვს, შენი სახელი კრებითია და ყველა ის ნაძირალა გქვია რომელიც ჯერ ჩაიხუტე შემდეგ კი ოპოზიციაში გადააგდე.

ერი ტირის. მოხუცები შიმშილობენ, ბავშვმა შიმშილის გრძნობას ვერ გაუძლო და თავი ჩამოიხრჩო- ამ ტრაგედიას შენს გარდა სხვა ,,გმირი” არ ჰყავს.

შექმნილი გყავს ოპოზიციური ,,რაინდები” კომბლეები და გენერლები საოცრად მრავალფეროვანი ზოპარკის პატრონი ხარ.

ერს სააკაშვილის გადაგდებას აყვედრი და ეს ერთადერთი პროპაგანდისტული ხრიკია რისი წამოძახებაც შეგიძლია შენი მართთველობის რვა წლის მანძილზე სხვა ვერაფერი შექმენი.

სააკაშვილის ქეშიკები ვისაც 2012 კრიმინალებად იხსენიებდი შენი საოცნებო პარტიის დეპუტატებადაც კი გაიხადე. სახე ისეთი ფორმით დაკარგე პოლიტიკურ რესტავრაციას აღარ ექვემდებარება.

სააკაშვილის რეჟიმის არცერთი პოლიტ დევნილის და პოლიტ პატიმრის რეაბილიტაცია არ მოგიხდებია. არცერთი მისგან გაყრილი სამხედრო არ დაგიბრუნებია თანამდებობაზე.

იყიდე მიცვალებულთა პატრონები და ამ მასკარადში შავთავსაფრიანთა გულის ამრევ ეტიუდებს გვთავაზობ.

შენ დიდ ვაჭარი ხარ და მედახლეები გიყვარს, ამიტომ კახა ოქრიაშვილის გარდა ვერავინ დაინახე, კაცი რომელიც ერის ჯანზე 500% მოგებას ნახულობდა დღეს სახეა შენი კოაბიტირებული პარტიის რომელსაც ერში საპირფარეშოს ეძახიან.

არა შენ სულელი არ ხარ შენ მესაკუთრე ხარ. შენებურ წესრიგს აწესებ თავი უფალი გგონია, დედამიწაზე ედემის ბაღის შექმნაც კი განიზრახე, თხრი ასწლოვან ხეებს და აქეთ-იქეთ დაათრევ.

თუმცა მთავარი დაგავიწყდა, აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში ვიდრე შენ მდიდარი მოხვდები სამოთხეში.

ეს სახარებისეული ჭეშმარიტება ზეციურ ედემს გართმევს დედამიწაზე კი შენი დრო დათვლილია რადგან ასეთია იმ ბუნების წესი რომელსაც შენ არსცნობ.

სასულიერო პირების მოსყიდვა, ტაძრების მშენებლობა, მეხოტბეთა არმია და ვირტუალური თანხების ,,ფლანგვა” თითქოს და სათნოებისთვის ვაჭრისგან არათუ დაუჯერებელია სასაცილოც კია.

შენ ხომ მოგების მიღების გარანტიის სანაცვლოდ არაფერის გამღები არ ხარ.

და რა გინდა დახარჯულის მაგიერ მიიღო?!
-ქართველი ერი?

ჭაში ჩავარდნილის იგავისა არ იყოს წაგვიყვანე და ჩაგვსვი სააკაშვილის იმავ ხაროში საიდანაც ამოყვანას ერს ამადლი.

როცა სააკაშვილი გავაპანღურეთ ერთადერთი სამართალი რაც აღადგინე ეს იყო შენი 80 მილიონის დაბრუნება. არც კი გაგხსენებია ის ხალხი ვისაც წინა რეჟიმმა საცხოვრებელი სახლებიც კი გაუყიდა.

გვასმენიებ ამ შენი უნიჭო შვილის რეპ ჰანგებს და უფრო უნიჭოდ შენ დირიჟორობ შერჩევით სამართალს. ქვეყანაში სასამართლო შენი ფარდულის უკანა კედელად გადააქციე სადაც რასაც გინდა იმას დააწერ.

მასხარა თარხან მოურავი იყიდე და პატრიოტთა ალიანსი გაიხადე 5% ოპოზიციად,
თავისი ტელევიზიით საიდანაც შევარდნაძის დროინდელი ბებერი მამათმავალი ბონდო მძინარაშვილი კვირეულ ხოტბებს გასხამს.

საქართველოში სადაც ოჯახების კულტია ერს აძახებ რომ შენი ოჯახი ყველაზე ლამაზი და წმინდაა.

მილიარდელის სტატუსი ერის მამის სტატუსს არ უდრის.
შენი შვილებისგან კი ერისთვის შენი თავის დამადლების მეტი არაგვესმის რა.
შენი გაუზრდელი შვილის ნააზრევის თანახმად
თითქოს შენ ,,მუხლი ჩვენნი უნდა მოგიდრიკნოთ რათა რუსული ტყვეობიდან გვიხსენი”

,,ბიძაჩემო” ეს რა თავხედი მუტრუკი გაგიზრდია იქნებ ყური აუწიო, რადგან ამ ერში შენსგარდა ნაყიდი ვეტერანებისა რომლებიც სინდის გინახავენ რუსეთთან ბრძოლაში დაღუპულთა სამარეებიცაა ეს სიმართლეა რომელიც ერში ღაღადებს.

შემირცხვენია ის ქართველი ვინც მათი საფლავების მაგიერ ქედს შენს წინაშე მოიხრის.
ყველას ყელში ამოგვიხვედი.

ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 200 ლარია, 150 ლარს აძლევთ მათ ვინც ე.წ. დეღეგეს იხდიდა და ახლა უმუშვარი დარჩა ამას კრიზისულ დახმარებას უძახი?

თვითდასაქმებულთა უმუშევრობაზე რომარაფერი ვთქვათ რომლებიც საერთოდ გადააგდე.

150 ლარი რომელიც 45 ევროც არაა უნდა იკმაროს კაცმა და ასეთი მომავლით ერს უყიჟინებთ რომ ესაა ჩვენი ევროპული აწმყო?

ქვეყანაში სადაც პენსიონერს 200 ლარი აქვს და შენს მიერ გამოგონილი საპენსიო ფონდის უფროს სირაძეს 15000 ლარი ეს უნდა მივიღოთ სოციალურ თანასწორობად?

შენი ჩათვლით ვითიც ხელისუფლება გიკავია იმ ნაძირლებთან ერთად უნდა დაგსვან 45 ევროზე თვეში გამოსაკვებად შემდეგ ვნახოთ როგორ მოგეწონებათ ასეთი ევროპული მომავალი.

ემიგრანტებს უღალატე და სამკურნალოთ და ლუკმა-პურის საშოვრად გადახვეწილი თანამემამულენი ევროპის ტრასაზე გაჭირვებაში დაყარე.

ის კაცი მაინც ვიყო რომელმაც არაფერი იცის, ხელისუფლებაში შენი მომთრევი ვარ, იმ მრავალ პატიოსან ქართველთან ერთად ვისაც ღამეები არ გვეძინა 2012 წელს ვინც ნაცებს მათ ჩანერგილებს და ყოველდღიურ უბედურებას ვებრძოდით, ვინც 2012 გავიარეთ მერაბიშვილის დასაკითხი ჯურღმულები.
ჩვენზე კარგად შენ არავინ გიცნობს.

რა რეალობა შეგვიქმენი?
რისთვის ვიყოთ შენი მადლიერი ხიდაშელი -უსუფაშვილისთვის? იქნებ ძმები ბერძენიშვილების გამო, ან იქნებ ირაკლა სესიაშვილისთვის ვინც მისი ჯარმოუხდელი ნაძირალა შვილი უშიშროებაში დაგვისაქმა. ბესელიას და გუბაზა სანიკიძის გამო მადლიერებას მაინც არ გამოვხატავ ავაზაკივით ჯვარზე რომ მაცვან შენმა ტროლებმა და მეხოტბეებმა.

წადი შენი ფულებიანათ, მეხოტბეებიც თან წაიყოლე, შენსმიერ ნაყიდი ელიტის ფასი ერის თვალში იმაზე მეტი მაინც არაა რაც მათში ერთჯერადად უკვე გადაიხადე.

ერის გაუბედურებას შეეშვი ეს ავანტიურა დაგისრულდება სოციალური რევოლუციით.

მუსოლინის ბედი გელის გავეშებული ერი ფეხით შიშველს დაგკიდებს თავისუფლების მოედანზე.

და როცა ეს დრო დადგება მერე ვერ გიშველის ვერც ფული და ვერც მეხოტბეთა არმია.
ქართველი ერი დიდი ერია არც სააკაშვილის იმედად იყო და არც შენი მილიარდები გვჭირდება.

საკუთარ თავს შენი ნაფეშქაშარის გარეშეც ვირჩენთ.
P.S.
ჩემი ერი რომელიც თემურ ლენგის შემოსევებმა ვერ მოსპო “მიშა მოვათი “ ვერავინ დააშინებს.

#გააზიარეთ თორე ნიცშესთან მორკინალ ხიხოს მხოლოდ მის მიერ ნაყიდი TV ,,იმედის” ეთერიდან ჰგონია ისმის ერის სათქმელი.

დავით ნემსაძე

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close