ექსკლუზივი

ეკა ყუშიტაშვილიცინარიძეზე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს-მას შემ­დეგ, რაც მოხ­სნეს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ი­დან

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი და­ვით ცი­ნა­რი­ძე ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ მუ­ქა­რის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცოტა ხნის წინ დააკავეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან მე­უღ­ლეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა, თუმ­ცა ქალი გა­დარ­ჩა და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ცი­ნა­რი­ძის და­კი­თხვა ამ წუ­თებ­ში ქა­ლა­ქის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

loading...

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ცი­ნა­რი­ძის სა­ხე­ლი და გვა­რი პირ­ვე­ლად 2015 წელს გაიგო, როცა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მთა­ვა­რ თე­მად ვინ­მე ეკა ყურშიტაშვილი იქცა. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რში, რომე­ლიც “ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ” გა­ავ­რცე­ლა, ჩანდა ნას­ვამ ქალი, რომელიც პატ­რუ­ლმა გააჩე­რა, ქალ­ბა­ტო­ნმა მათ სი­ტყვი­ერი შე­უ­რა­ცხყო­ფა მიაყე­ნა, შემ­დეგ დაურე­კა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სანს და ამ პატ­რუ­ლე­ბის­თვის “ჭკუ­ის სწავ­ლე­ბა” სთხოვა.

აქვს თუ არა ამ­ჟა­მად ურ­თი­ერ­თო­ბა ეკა ყურ­ში­ტაშ­ვილს და­ვით ცი­ნა­რი­ძეს­თან და რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს მომ­ხდარ­ზე, “ამბები” ყურ­ში­ტაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

“ამ წუ­თას გა­ვი­გე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, რომ და­ვით ცი­ნა­რი­ძე და­ა­კა­ვეს. მე მას­თან წლე­ბია აღარ მქო­ნია შე­ხე­ბა, მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ით ცნო­ბილ ვი­დე­ო­ზე, რო­მე­ლიც ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გავ­რცელ­და, კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თე. წლე­ბის მან­ძილ­ზე არ გა­მი­კე­თე­ბია კო­მენ­ტა­რი და­თოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ მე მგო­ნია, რომ ეგ პი­როვ­ნე­ბა ჭი­ან­ჭვე­ლას არ და­ად­გამს ფეხს, რა მოხ­და მის ოჯახ­ში არ ვიცი.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ცოლს ესრომა იარაღი, მე რო­გორც ვიცი, ცოლს ყო­ველ­თვის აღ­მერ­თებ­და. მისი მე­გობ­რე­ბიც ამას უს­ვამ­დნენ ხაზს, მაგ­რამ ალ­ბათ ამ კა­რან­ტინ­ში კარ­გად გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი და გა­და­წყვი­ტეს, აღარ გვინ­და ერ­თად ყოფ­ნაო. მე კა­რან­ტინს ვაბ­რა­ლებ.

მას შემ­დეგ, რაც მოხ­სნეს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ი­დან, არც მაქვს ინ­ფორ­მა­ცია მას­ზე, მე­დი­ა­შიც არა­ფე­რი და­წე­რი­ლა, რომ გა­მე­გო”, – განაცხადა ეკა ყურ­ში­ტაშ­ვილმა.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close