ექსკლუზივი

დუმის დეპუტატმა იზოლაციის წესები დაარღვია და პუტინის მოსმენას დაესწრო-პუტინი და დუმის დეპუტატები კარანტინში გადაიყვანეს

რუსეთის დუმის დეპუტატმა ლიბერალ დემოკრატიული პარტიიდან, სერგეი კატასოვმა დამალა, რომ საფრანგეთში იმოგზაურა და ორკვირიანი სავალდებულო თვითიზოლაცია არ გაიარა. ინფორმაცია ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ვლადიმირ ჟირენოსვკიმ განაცხადა.

loading...

საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ სერგეი კატასოვი დუმის სხდომებს დაესწრო, მათ შორის იმ სხდომასაც, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უსმენდნენ.

“ის გამოცხადდა აქ სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს. ის შეიძლება უკვე ვირუსის მატარებელი იყოს. საშინელი საქციელია, მას ყველა ფეხებზე ვკიდივართ. შესაძლოა, მან უკვე ათობით ადამიანი დააინფიცირა”, — განაცხადა ჟირინოსვკიმ.

დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, სერგეი კატასოვს ორი კვირით საკანონმდებლო ორგანოს საშვი გააუქმეს. დეპუტატებს ნაწილი კი კარანტინში მოექცევა.

“ფრაქციაში კოლეგები გაგებით მოეკიდეთ [კარანტინს]. აი, რიგი სადაც ის იჯდა, ზედა და ქვედა რიგები კარანტინში. კოლეგები, რომლებიც მას ესაუბრებოდნენ, ასევე, კარანტინში წავლენ”, — განაცხადა ვოლოდინმა.

ინციდენტის მერე პუტინი და დუმის დეპუტატები კარანტინში გადაიყვენს თუმცა ინფორმაციას რუსეთის მედია და სახელმწიფო უწყებები ამ დრომდე მალავენ

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close