ექსკლუზივი

დიდი ტრაგედია რომელმაც მთელი საქართველო შეძრა- ახალი ამბები ექიმმა დაღუპვამდე ქუთაისში ოპერაცია ჩაატარა და თბილისში ბრუნდებოდა – საზარელი ავარიის დეტალები

ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ცნობილი ექიმი გუბაზ კორძაია ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა, ახალგაზრდა ექიმი, მსუბუქი ავტომობილით მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

loading...

არსებული ინფორმაციით, ექიმმა გუშინ, ქუთაისში ოპერაცია ჩაატარა და თბილისში ბრუნდებოდა.

ექიმი ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close