ექსკლუზივი

დიდი სკანდალი-ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე პირადი ცხოვრბის დეტალების გასაჯაროვებით ემუქრებოდა თუ იმ თანხას არ გასამაგებდა რომელსაც ნიკა უხდიდა დუმილისთვის!!!

ჟუნრალისტი მარიკა კლდიაშვილი განცხადებით ,ინფორმაცია პირველი ქართველი ჩოგანის და მისი მეუღლის კონფლიკტის შესახებ დიდიხანია იცის,დღს გავრცელებული ძალადობის ამბავი არ გაკვირვებია, თუმცა ამ აბების უკან არის გარკვეული ამბები, რომლის შესახებ საზოგადებამ არ იცის,დადგება დღე და ამ ყველაფერზე ნიკა შეძლებს ისაუბროს. ჩემი ონფომრაციით ,

loading...

ნიკას პირადი ცხოვრბის ერთერთ დეტალს ეხება ,ინფორმაცია რომლის შესახებაც მისი ცოლი,ნელი იყო საქმის კურსში და ეს ამბავი არ უნდა გახმაურებულიყო, ამის სანაცვლოდ ნიკა რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ყოველთვე მას ასიათას ლარს უხდიდა გარდა იმისა რომ ის უზრუველყოფილია ვაკეში საცხოვრებელი სახლით მანქანით კომერციული ფართით და ვიცი რომ ნეკა ყოველთვიურად დიდ თანხას იღებდა ნიკასგან იმისთვის რომ ეს მისი პირადი ცხოვრბის დეტალი არ გასაჯროვბულიყო ,21 მეის კოფლიკტი ამ თანხის გასამაგების გამო მოხდა. როცა ნიკამ უარი უთხრა მაშინ დამუქრებია მისი ყოფილი მეუღლე მეო შენს კარიერას დავანგრევო.განაცხადა მარიკა კლდიაშვილიმა მთავარის პირდაპირ ეთერში.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც “ინტერპრესნიუსს” ოჯახმა მიაწოდა, აღნიშნულია, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა.

ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია გარდა ბავშვის მეურვეობისა.

ნელი დოროყაშვილმა, განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამართლომ განიხილა და ბასილაშვილის დედა გაამართლა.

რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას.

მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს.

სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს.“

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close