ექსკლუზივი

დიდი სკანდალი- არაადამიანური მოპყრობის მუხლით დააკავებული მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი “ოცნების” პროპორციულ სიაში იქნება

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს პროპორციულ სიაში იქნება. არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული თემურ აბაზოვი რუსთავის სასამართლომ თებერვალში გაამართლა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მაშინ აცხადებდა, რომ შესაძლოა, აბაზოვის გამართლება 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება და ხელისუფლება მარნეულში სწორედ მასზე ამყარებს იმედს.

loading...

“იყო შემოთავაზება ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან და მიღებულია. დავთანხმდი, საინტერესო სამუშაო იქნება, უარი არ მითქვამს“, – უთხრა თემურ აბაზოვმა ინტერპრესნიუსს და აღნიშნა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რომელ ნომრად იქნება მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში.

2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალა, რომ მარნეულის იმჟამინდელმა მერმა, თემურ აბაზოვმა მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს, ელჩინ ალახვერდიევს ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულა.

აბაზოვი მეორე დღეს, ჯგუფურად დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით დააკავეს. რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის 13 დეკემბერს მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

2020 წლის 12 თებერვალს კი ის რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. გამამართლებელი განაჩენი დადგა თემურ აბაზოვთან ერთად ბრალდებული სამი პირის – პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვის, ქართული ოცნებიდან მარნეულის საკრებულოს წევრის, რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის ე.გ.-ს მიმართაც.

აღსანიშნავია, რომ თემურ აბაზოვი, ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო. ამას მოწმობს როგორც ერთობლივი ფოტოები, ისე დოკუმენტებიც. ამასთან, სასამართლო განხილვების პროცესში ის ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს.

tabula.ge

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close