ექსკლუზივი

დიდი კორონა სკანდალი და დაპირსპირება-ტიკარაძე ცრუობს, რომ პაციენტების მიღების შეჩერების შესახებ ინფორმირებული არ იყო – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ცრუობს, რომ 20 აგვისტოდან პაციენტების ნაწილის მიღების შეჩერების თაობაზე ინფორმირებული არ იყო. 

loading...

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თითქოს ჯანდაცვის მინისტრი არ იყო ინფორმირებული ცენტრში არსებული სიტუაციის და 20 აგვისტოდან პაციენტების ნაწილის მიღების შეჩერების თაობაზე, ესეც სრული სიცრუეა. მარტო ბოლო ორი თვის მანძილზე ჩვენ სამინისტროს სულ ცოტა ათჯერ მაინც მივმართეთ წერილობით ცენტრში არსებულ კრიტიკულ სიტუაციზე და მათი მხრიდან გადაუდებელი დახმარების აუცილებლობაზე, მათ შორის გრიფით „SOS“ და „სასწრაფოდ“, არაერთგზის მივმართეთ პირადადაც, მაგრამ უშედეგოდ. პასუხი სრული იგნორი იყო. თუ სამინისტრო გააგრძელებს ამ ფაქტის უარყოფას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ყველა ამ წერილის გასაჯაროება. აგრეთვე მზად ვართ შევხვდეთ ჯანდაცვის მინისტრს ნებისმიერ ფორმატში, რათა გავარკვიოთ სიმართლე, – წერია ცერცვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში 

განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ჯანდაცვის სამინისტროს  მარტივად შეეძლო ცენტრისთვის გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება ყოველგვარი დივიდენდის გარეშეც. 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მასმედიით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ჯანდაცვის სამინისტროსაც ადანაშაულებს. ცერცვაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ “ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს”  ნებართვა გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საკუთარი დივიდენდის გამოყენებაზე თებერვალში ჰქონდა მიღებული. აღნიშნავს იმასაც, რომ ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან ცენტრმა მხოლოდ 21 აგვისტოს, უკვე პაციენტების მიღების შეჩერების შემდეგ მიიღო.

ცენტრის მიერ პაციენტების მიღების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება?! და არა ჯანდაცვის სამინისტროს?! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სრული სიცრუე და თავის მართლების მორიგი უსუსური მცდელობა. კატეგორიუალდ ვაცხადებთ, რომ ასეთი ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან ცენტრმა მიიღო მხოლოდ ა.წ. 21 აგვისტოს, უკვე პაციენტების მიღების შეჩერების შემდეგ და მანამდე არც ეკონომიკის, არც ჯანდაცვის სამინისტროებიდან და არც ნებისმიერი სხვა სამთავრობო სტრუქტურიდან არავითარი, ვიმეორებ არავითარი ნებართვა დივიდენდის გამოყენების უფლებაზე არ გვქონია. თორემ ეს რომ გვქონოდა, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშოებს ხომ ჩავატარებდით, – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღებაზე უარი თქვა. თენგიზ ცერცვაძემ იმავე დღეს საჯაროდ განაცხადა, რომ კლინიკას აღარ აქვს COVID 19-ის და აივ ინფიცირებული პაციენტების მომსახურების რესურსი. საავადმყოფოს ხელმძღვანელი ასევე ამტკიცებს, რომ კრიზისის შესახებ დიდი ხნის წინ აცნობა ჯანდაცვის უწყებას და რეაგირებაც სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ.

ამ განცხადებას კი ეკონომიკის სამინისტრო გუშინ, 21 აგვისტოს გამოეხმაურა, განცხადებაში კი ეწერა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოს უფლება მიეცა გადაუდებელი სამუშაოების დროს 300 ათასი ლარი გამოიყენოს. 

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close