ექსკლუზივი

“დედა-შვილს ისე უყვარდა ერთმანეთი, იმ ქვეყნადაც ერთად წავიდნენ” – რამ შეიწირა ეკა და ბექა ჯაბუშანურები?

ქართველი ემიგრანტებისთვის მორიგი ტრაგედია დატრიალდა იტალიაში – სამართალდამცველებმა ქალაქ ბარის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 41 წლის ეკა და 16 წლის ბექა ჯაბუშანურები გარდაცვლილები იპოვეს. ისინი სატელეფონო ზარებს 3 დღის განმავლობაში არ პასუხობდნენ. იტალიელ სამართალდამცველთა ინფორმაციით, ქართველი დედა-შვილი ბუნებრივი აირის გაჟონვით არის გარდაცვლილი, რაც ბინაში კუსტარულად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია. იტალიაში გარდაცვლილი დედა-შვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშედან არიან და ქალაქ ბარიში მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ბექა სწავლობდა, ეკა კი – მუშაობდა. 

loading...

“ეკას დედაც ცოცხალი ჰყავს და მამაც, მათთვის ეს ტრაგედია პირველი არ არის, წლების წინ ეკას ძმა ბაზალეთზე შეიწირა რაღაც გაუგებრობამ, ახლა კი ეკაც და მისი ვაჟიც… არადა, როგორ შეჰხაროდნენ ეკას მშობლები შვილიშვილს. ეკა დაახლოებით 11 წლის წინ გაჰყვა უფროსი დის კვალს იტალიაში. გოგონებმა სამშობლოში ცხოვრება რომ ვერ ააწყეს, იტალიაში წავიდნენ სამუშაოდ. ბავშვმა ბაღი რომ დაასრულა, მაშინვე წაიყვანა და იქ შეიყვანა სკოლაში… განა არ უჭირდა, ძალიანაც უჭირდა, საბრალო გოგო გამუდმებით მუშაობდა, რომ ბავშვი გვერდით ჰყოლოდა და კარგი განათლება მიეცა.  დედა-შვილს ისე უყვარდა ერთმანეთი, იმ ქვეყნადაც ერთად წავიდნენ.

პატარა, ძველი ბინა ჰქონდა ნაქირავები, ასეთ ბინებში თურმე არაერთ იტალიელს აქვს დამონტაჟებული კუსტარული გამათბობელი. ემიგრანტი შემოსავლით მეტს ვერ შესწვდებოდა, არადა, ფრთხილი და ჭკვიანი გოგო იყო. პოლიცია, ეკას დამ გამოიძახა მას მერე, რაც სამი დღის განმავლობაში დედა-შვილი ტელეფონის ზარებს არ პასუხობდა. თავდაპირველად, დედა-შვილი თურმე ვირუსით გარდაცვლილები ეგონათ, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. როგორც თქვეს, საცხოვებელ ბინაში შესვლისას, ეკა აბაზანაში ნახეს, ბექა კი ერთ-ერთი ოთახის იატაკზე. არ ვიცი, ამ კორონავირუსის გამო ან როგორ მოხერხდება მათი გადმოსვენება”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” იჯახის ახლობელმა.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close