ექსკლუზივი

“დედა ბავშვებს ფოტოს უღებდა, რა დროსაც 6 წლის ბიჭს ფეხი დაუცურდა და მტკვარში ჩავარდა” – რას ჰყვებიან თვითმხილველები თბილისში მომხდარ საზარელ ტრაგედიაზე

თბი­ლის­ში, მდი­ნა­რე მტკვარ­ში 6 წლის ბავ­შვი და­იხ­რჩო. შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც დე­დას ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი სა­სე­ირ­ნოდ ჰყავ­და გა­მოყ­ვა­ნი­ლი.

loading...

რო­გორც “რუს­თა­ვი 2”-თან მომ­ხდა­რის თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, დედა შვი­ლებს მდი­ნა­რეს­თან არ­სე­ბულ კლდე­ზე ფო­ტო­ებს უღებ­და, რა დრო­საც 6 წლის ბიჭს ქვა­ზე ფეხი და­უ­ცურ­და და მტკვარ­ში ჩა­ვარ­და.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მო­ზარ­დის გა­და­სარ­ჩე­ნად წყალ­ში შე­ვიდ­ნენ დედა და მისი და, თუმ­ცა გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

“რო­გორც ვი­ცით ბავ­შვს ქვა­ზე და­უ­ცურ­და ფეხი, დაც გა­დამხტა­რა საშ­ვე­ლად… დე­დამ რომ და­ი­ნა­ხა ორ-ორი ბავ­შვი წყალ­ში, ისიც შე­ვი­და წყალ­ში… ბიჭი და­ი­ღუ­პა, და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია” – ამ­ბო­ბენ თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

ცნო­ბის­თვის, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მაშ­ვე­ლე­ბის მის­ვლი­სას, ერთი მო­ზარ­დი გა­მოყ­ვა­ნი­ლი იყო ნა­პირ­ზე, ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნი კი, მდი­ნა­რის ჩქა­რი დი­ნე­ბის გამო, გა­უ­ჩი­ნარ­და წყალ­ში და ვერ ხერ­ხდე­ბო­და მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნა. მაშ­ვე­ლებ­მა მყი­სი­ე­რად და­ი­წყეს სა­მაშ­ვე­ლო-სა­ძი­ე­ბო ოპე­რა­ცია რო­გორც წყალ­ში, ასე­ვე, მდი­ნა­რის სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე. 

sport.ntv.ge

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close