ექსკლუზივი

,,დედამისი თურმე იქვე ბაზრობაზე მუშაობდა, სულ მასზე ვფიქრობ ეს დღეები… გაძლება მისცეს ღმერთმა…“

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სტატუსით ეხმიანება 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ამსახველ კადრებს, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

loading...

„რა საშინელი კადრებია…რა იქნებოდა ამის ნახვა გიორგის მშობლისთვის. მისი შვილის უკანასკნელი წუთები…ბოლო ამოსუნთქვები…, ბოლო გულისცემა… ნეტა ისიც დაეკავებინათ და ძალით ჩაესვათ მანქანაში. ნეტა ვერ მოესწრო გაქცევა. ალბათ უცებ გაუხარდა კიდეც, დავაღწიე ამ მოძალადეებს თავიო და სინამდვილეში კი აი, რა მოხდა…

ბაზრობაზე შევიარე სწორედ იმ დღეს, როცა გიორგი იპოვეს. იქ გავიგე ეს ამბავი. ყველა ტიროდა. დედამისი თურმე იქვე ბაზრობაზე მუშაობდა, ლამაზი, ქერა ქალი რომ დგას აგერო – ასე ახსენებდნენ ერთმანეთს მის ვინაობას. სულ მასზე ვფიქრობ ეს დღეები… პატიოსანი, მშრომელი ქალი… გაძლება მისცეს ღმერთმა…“

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close