ექსკლუზივი

“დარჩით სახლში” “შემოდგომის ბოლოდან მეორე ძლიერ ტალღას ველით, ზამთარში კი ეს ვირუსი..” – პაატა იმნაძე

– ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

loading...

მისი თქმით, კორონავირუსი კიდევ ერთი წელი მაინც იქნება. „ხალხს ჰგონია, რომ კორონა დამთავრდა, მაგრამ ის არსად წასულა, კვლავ ჩვენთან არის, ერთი წელი მაინც. შემოდგომის ბოლოდან მეორე ძლიერ ტალღას ველით, ამის ალბათობა დიდია, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება. ვიცხოვროთ კორონასთან ერთად. სოციალური დისტანცირება, დიდი თავყრილობებისთვის თავის არიდება, ხელების ჰიგიენა და ნიღაბი – აი, ასეთია კორონასთან ერთად ცხოვრების წესი. თუ წესებს დავიცავთ, ზაფხულში ვირუსი ნაკლებად აქტიური იქნება“, – განმარტა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ინფექციონისტები კორონავირუსის მეორე ტალღას ნოემბრის ბოლოდან ელოდებიან. მანვე აღნიშნა, რომ არა მარტო მესამე, არამედ, შესაძლოა, მეოთხე ტალღაც იყოს, თუმცა იმნაძე იმედოვნებს, რომ მანამდე ან ვაქცინა შეიქმნება, ან – ეფექტიანი ანტივირუსული პრეპარატი.
წყარო: gasagebi.ge

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close