ექსკლუზივი

გუშინ ცუდად გავხდი და საავადმყოფოში დამაწვინეს, ჯიბეში მხოლოდ 200 ლარი მედო…” – ნახეთ რა მოხდა ერთ-ერთ კლინიკაში

პიარ ტექნოლოგი, გიორგი გოგეშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

loading...

“ხო ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მიდიხარ საავადმყოფოში, გადაგიღებენ და ჩაგიტარებენ ყველაფერს რაც გჭირდება-არ გჭირდება, გახდევინებენ ამ არ დაჭირვებულშიც ფულს, გიშვებენ “ექიმის ხელით” 1-2 ხაზზე გამოწერილი დანიშნულებით და გქვია გაწერილი.

ხოდა გუშინ მხარი ამტკივდა ამ ჩემი ეულბორბალას დამსახურებით და მივედი ქავთარაძეზე.

დამაწვინეს დაკვირვების ოთახში.

– რა გჭირსო.
– მხარი მტკივა, რენტგენის გადაღება მინდა – მეთქი.
– უი ხელებიც დაკაწრული გაქვსო,
ჰო – მეთქი.
– უი წელზეც ნახე, პატარა ნაკაწრი გაქვსო.
– ჰო – მეთქი.
– წელზე რაკი ნაკაწრი გაქვს, რენტგენამდე ექოსკოპია გჭირდებაო.

არადა ისეთ ადგილასაა საერთოდ არაა კავშირში მუცლის ღრუსთან.
კაი – მეთქი, ხო არ ჩავჯდებოდი შპაკატში.

ამასობაში ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა – გამაყუჩებელს გაგიკეთებო.
– აუ არ მინდა – მეთქი.(ნემსი მზარავს)
– დედას ვფიცავარ არ გეტკინება, მართლა გეუბნები, დედას გეფიცებიო.
როგორღა უნდა მეთქვა უარი?
– კაი ჰა გამიკეთე – მეთქი.
გამიკეთა.
თან ამასობაში ამ ბიჭმა ხელით გამსინჯა და თავისი აზრი თქვა, რაც საბოლოო დიაგნოზს დაემთხვა ზუსტად.

მოვიდა ექიმი – ექოსკოპია უნდა გადაგიღოო.
გადამიღო, თან ძააან დეტალურად საუბრობს და იმენა სამედიცინოს ლექციაზე მგონია თავი, მიხსნის რაღაცეებს, ისე რო არ მინდოდა მორჩენილიყო.

– კაი, აქ ყველაფერი ნორმალურადააო.

ცოტა ხანში რენტგენზე ავედით.

გადამიღეს – დაჟეჟილობააო.

ჩამოვედით. მორჩა ყველაფერი (ამასობაში 2-3 სთ გავიდა ოღონდ რაც იქ ვარ).

ახლა მოვიდა გოგო – კარდიოგრამა უნდა გადაგიღოო.
აი ეგ რაღატო – მეთქი.
მარა ძააან საყვარელი და პოზიტიური იყო და კაი ჰა, გადაიღოს – მეთქი, ვიფიქრე.

გადაიღო.

მოვიდა ისევ ექოსკოპისტი – კიდე გადავიღოთ ექოსკოპია, ხანდახან რამდენიმე სთში იცის სურათმა შეცვლაო.

ვაახ – მეთქი, ეს სად მოვხვდი? უეჭველი ამის მერე ისევ რენტგენი, მერე ისევ კარდიოგრამა და ასე, ზეგ დილამდე… თან ვფიქრობ – ჯიბეში რო 200 ლარი მაქვს ნეტა თუ მეყოფა მარტო რენტგენის გადასაღებად მოსულს – მეთქი.

მოკლედ გადაიღო ექოსკოპია მეორედაც.

კაი ახლა ექიმს დაველოდოთ, დასკვნას და დანიშნულებას მოგცემსო.

მოვიდა ტრავმატოლოგი.

ტიპმა დაიწყო ახსნა, მთელი ანატომია, ბიოლოგია, ქიმია გამატარა თავიდან.
ვზივარ, ვუსმენ, მარა აი ძააან სასიამოვნო მოსასმენია, გიხსნის რა ტიპი, რობოტივით კი არაა.

მოკლედ, მომცა დანიშნულებაც, მივედი სალაროსთან და გადასახდელი რის მიხედვით და რამდენი იყო იცით?
37 ლარი.
განა ჩატარებული პროცედურების მიხედვით,
არამედ დიაგნოზის მიხედვით.
ხვდებით?
ანუ ტიპებმა ამდენი რაღაცა რო აკეთეს ეგ კი არ დამიანგარიშეს, რაც აღმოჩნდა რო “ტყუილად” ჩამიტარეს, ის არ იყო ფასში შესული.

თან ყველა პერსონალი იყო აი ძააააან დადებითი, არა სიტყვადამადლებული.

დასაკვირვებელი ოთახი სუფთა და მოწესრიგებული…

პ.ს. წამოვედი, ცნობა მომცეს რო პატრულს არ დავეჯარებინეთ და გზაში მირეკავენ, დაგვავიწყდა ჩაგვეწერაო რო ტეტანუსზე აცრა გაიკეთოო, რადგან კანი გაქ გადამძვრალი ხელის გულზეო.

საღოლ ძმაო, კაები ხართ.”

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close