ექსკლუზივი

გუშინ სამსახურიდან სახლში გვიან დავბრუნდი და შვილები საკოცნელადაც კი არ მივიკარე და ყვლას ვეჩხუბე.. ბოლოს დედაჩემმა ისეთი რამ მითხრა ცრემლები წამომივიდა თვალლებიდან…

სახლში დაღლილი მოვედი. შვილებმა, რა გვიყიდეო. ერთი კი გავუღიმე და უხალისოდ მივაწოდე მათთვის წამოღებული ტკბილეული…

loading...

მეორე ოთახში გაიქცნენ, გადახედეს სასუსნავს და ჩემსკენ ყიჟინით გამოიქცნენ… ტუჩებით წამოიწიეს და კოცნა დამიპირეს… კარგი, მაცადეთ ახლა, დაღლილი ვართქო… თავდახრილებლი გაბრუნდნენ…

კარებზე კაკუნის ხმა შემომესმა…

დედამ საჭმელი გაგიკეთეო, დაიბანე ხელები და ვივახშმოთო. არაფერი არ მინდა, შემეშვი და ყველამ თავი დამანებეთ-თქო… გაჩუმდა, თავი დახარა და მაგიდას მარტო მიუჯდა… ონკანი მოვუშვი, წყალი უნდა დამელია, ჭიქა ხელიდან გამივარდა და გამიტყდა… დედა წამოხტა მაშინვე, ხელი არ გაიჭრა, მე დავხვეტავო… კარზე ისევ კაკუნის ხმა გაისმა… ბავშვები ვამეცადინე, დავაწვინე და მეც მივუწექი… კარზე ისევ კაკუნის ხმა იყო… ჯანდაბა, არავინ გააღებს ამ კარებს? – ვკივივარ ბოლო ხმაზე… და დედის ნაბიჯებს ვუყურადებ… კარებს აღებს და მშვიდი ხმით გამომძახებს:

– არავინაა…

– მესმოდა ხმა… შენც ხომ გესმოდა?

– მესმოდა, მაგრამ გაღება დავაგვიანეთ…

– ჰოდა გაგეღოთ, მარტო მე ვცხოვრობ ამ სახლში?

– შვილო, შინ მშვიდობით შემოხვედი, ხატებს ჩაუარე, ერთი მადლობაც არ გითქვამს უფლისთვის, რომ დღემ მშვიდობით ჩაიარა, შვილები ბედნიერებისგან ცას ეწივნენ შენს დანახვაზე, შენ უღიმღამოდ გაუცინე და კოცნის უფლებაც არ მიეცი… განა ყველას ჰყავს სახლში დედა? საჭმელი

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close