კატეგორიის გარეშე

გორში მამამთილმა რძალი იატაკის ჯოხით და ცოცხით სცემა

წარსულში ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით ნასამართლევმა რ.ტ-მ რძალი სცემა. საქმე გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა.

loading...

“რ.ტ-მ რძალს – მ— ჯ——ს კისერზე დაარტყა ტელეფონის აპარატი, ზურგზე – იატაკის საწმენდი ჯოხი და ცოცხი – თავსა და ზურგზე, რის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი”, – ირკვევა საქმის მასალებიდან.

აღნიშნული შემთხვევიდან მეორე დღეს ბრალდებული რძალს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. რ.ტ-მ დანაშაული აღიარა.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდებულს 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა – იუწყება რადიო „მოზაიკა“

http://hotnews.ge/

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close