ექსკლუზივი

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის ადვოკატის განცხადებამ სოციალური ქსელი ააფეთქა- დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანება კოღოს ნაკბენია

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის, ზაზა ალავერდაშვილის ადვოკატის, ბონდო ვათიაშვილის განცხადებით, დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანება კოღოს ნაკბენია.

loading...

როგორც ვათიაშვილი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

„ბრალის დადგენილების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე სამსახურეობრივი მანქანა არის, მაგრამ მტკიცებულების სახით მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება გვაქვს. ექსპერტიზის დასკვნა არის, მაგრამ დაზარალებულის მიმართ კოღოს ნაკბენია აღწერილი, როგორც მსუბუქი დაზიანება. დაზიანება, რომელიც ამ პერიოდს ემთხვევა, ის არის კოღოს ნაკბენი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს“, – აცხადებს ვათიაშვილი.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close