ექსკლუზივი

გატუზო: “კალაძეს ხშირად ვუმეორებდი, რომ ქართველი არ იყო”

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ჯენარო გატუზომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტან, კახა კალაძეზე ისაუბრა.

loading...

“კალა გუნდში მოსვლის დღიდანვე საოცრად მონდომებული იყო. ის ძალიან ბევრს ვარჯიშობდა. მწვრთნელებს თავიდან იმის ახსნაც კი სჭირდებოდათ, რომ ყოველდღე ასეთი დატვირთვით ვარჯიში არ შეიძლებოდა.”

“მე მას არა კალას, არამედ ძმას ვეძახდი. ის ჩემი ნამდვილი ძმაა. ერთად ბევრი რამ გადაგვიტანია. მას ყოველთვის ვუმეორებდი რომ ქართველი არ იყო, არამედ ნეაპოლელი, რადგან მას ჩვენნაირი მენტალიტეტი ჰქონდა.”

“ამ ყველაფერთან ერთად ის საოცრად მეგობრული და ნიჭიერიც იყო. სულ რაღაც ერთ წელიწადში, კალა თავისუფლად საუბრობდა იტალიურად.” – განაცხადა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჯენარო გატუზო “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close