ექსკლუზივი

გამყრელიძის სკანდალური პასუხი ლავროვს-“მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი”

მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი  – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხოდ. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ლავროვის უწყების მორიგ განცხადებას ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, პოლიტიკური სარჩული აქვს. მისივე თქმით, მხოლოდ რუსი სპეციალისტები, საერთაშორისო ექსპერტების გარეშე, ლაბორატორიაში ვერ შევლენ.

loading...

უკვე 30 წელია, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ეს როგორმე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა უნდა გაითავისონ და უნდა შეეგუონ ამას. რას ნიშნავს ჩამოვლენ და ყველა კუთხე კუნჭულში შევლენ და ასე და ასე შემდეგ. ისევე ჩამოვა რუსი აქ, როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში. რამდენჯერმე მოვიწვიეთ რუსები, ოღონდ არა მარტო რუსები. არ დავუშვებთ ჩვენ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში, – ამბობს გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით მორიგ პროვოკაციულ განცხადებას ავრცელებს და ლაბორატორიაში, რუსეთის დელეგაციის დაშვებას, საერთაშორისო სეპციალისტების გარეშე ითხოვს.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close