ექსკლუზივი

ბულვარში დაჭრილი ახალგაზრდები აქეთ-იქით ეყარნენ” საზარელი სანახავი იყო-სისხლიანი დაპირსპირება ბათუმის ბულვარში !!

ბათუმის ბულვარში 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაჭრილები კლინიკა “მედცენტრში” გადაიყვანეს. მათ დაზიანებები, სავარაუდოდ, დანით აქვთ მიყენებული.

loading...

“დღეს გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა 2 მამაკაცი 20 და 22 წლის. ერთს აღენიშნებოდა ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში. სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული, მეორეს ჭრილობები ჰქონდა მარცხენა იდაყვისა და მარჯვენა ბარძაყის არეში. ორივე პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა”- აცხადებს კლინიკა “მედცენტრის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

სამედიცინო დაწესებულებასთან დაჭრილების ახლობლებიც იმყოფებიან. ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. ამბობენ, რომ მომხდარზე არაფერი იციან.

პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

http://primenewsgeorgia.ge/

თვითმხილეების განცხადებით,ბულვარში დაჭრილი ახალგაზრდები აქეთ-იქით ეყარნენ” საზარელი სანახავი იყო.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close