ექსკლუზივი

ახალი შემთხვევა !!სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოჭორიშვილის კლინკაში გადაიყვანეს-, მაკა სოლოღაშვილი განცხადებას ავრცელებს!!

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის, მაკა სოლოღაშვილის, თქმით, სასულიერო პირი რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა მათ კლინიკაშია მოთავსებული.

loading...

ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს სასულიერო პირის ოჯახის ორი წევრი. სოლოღაშვილის თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია ვის ვისგან გადაედო ვირუსი. მისივე თქმით მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“სასულიერო პირთან დადასტურებულია კორონავირუსის დიაგნოზი, გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებლი”, – ამბობს სოლოღაშვილი.

საუბარია თბილისის ეკლესიის ერთერთ მღვდელმსახურზე, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. მისი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, რომელსაც ასევე აქვს კორონავირუსი დადასტურებული. 

ამ დროისათვის საქართველოში 296 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. 

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close