ექსკლუზივი

ახალი სკანდალური დეტალები-მემუქრება, საეჭვო ხარ და შენს საკითხს გამოძიებას გადავცემო – ბაჩალიაშვილის მეგობარი

თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი, მარიამ ვარდიაშვილი აცხადებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძისა და მისი მეგობრის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ არაფერი იცოდა და მხოლოდ ახლა გაიგო. მისი ინფორმაციით, ბაჩანა ლობჟანიძეს არა თამარ ბაჩალიაშვილი, არამედ ვარდიაშვილის სხვა მეგობარი მოსწონდა. 

loading...

როგორც ვარდიაშვილმა report.ge-ს განუცხადა, ბაჩანა ლობჟანიძე მას მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნის და ეუბნება, რომ ის ამ საქმეში საეჭვო პირია, რის გამოც მის სახელს და გვარს გამოძიებას გადასცემს. 

“ახლახანს მომწერა თამუნას ამბავზე და მითხრა ერთმანეთი გვიყვარდაო და მემუქრებოდა შენ საკითხს გადავცემო, საეჭვო ხარო და დაგიბარებენო. ამათ ურთიერთობის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი. ვიცოდი, რომ ბაჩანას ჩემი სხვა დაქალი მოსწონდა შარშან, – განაცხადა მარიამ ვარდიაშვილმა. 

ვარდიაშვილი ასევე უარყოფს ბაჩანა ლობჟანიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვარდიაშვილი და ბაჩალიაშვილი გასულ წელს ბათუმში ერთად ისვენებდნენ და მათთან ერთად ორი ბიჭიც იმყოფებოდა.

“მე და თამუნა ერთადერთხელ ვიყავთ დასასვენებლად სამი წლის წინ გუდაურში, ჩემს ძმასთან და დედასთან ერთად,” – განაცხადა მარიამ ვარდიაშვილმა.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close