ექსკლუზივი

ახალი სკანდალი-გადაგება თუ არა პრეზიდენტი?ზურაბიშვილის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში საჩივარი შევიდა, სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით

ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

loading...

როგორც კობაიძე ამბობს, ეს პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და მან თავისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

„საჩივარი შეგვაქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით. საჩივარში ასახულია ის პროცედურული საკითხები, რაც თან ახლავს ხოლმე შეწყალებას. პრეზიდენტმა არც ერთი პუნქტი არ დაიცვა და ისე შეიწყალა ოქრუაშვილი და უგულავა. უგულავასა და ოქრუაშვილის საქმის გამოძიებაზე უამრავი რესურსი დახარჯა სახელმწიფომ, როგორც იქნა გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და შემდგომ ამ ადამიანების შეწყალება მოხდა. ხალხის აზრის გათვალისწინება უნდა მომხდარიყო და არ მოხდა, ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რისი შესაძლებლობაც პრეზიდენტს არ აქვს”, – აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

მისივე თქმით, მსჯავრდებულებს პრეზიდენტისთვის არ მიუმართავთ, მათ დანაშაული არ მოუნანიებიათ და ამასთან, საქმე პრეზიდენტთან მისვლამდე შესაბამის კომისიას უნდა განეხილა, რაც ადვოკატის განცხადებით, ასევე არ მოხდა.

„გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს მსგავსი ბრალდება ჰქონდა, მას დაუდასტურეს რომ პროცედურული საკითხები არ დაიცვა და ის გაასამართლეს. მსჯავრდებულებს პრეზიდენტისთვის არ მიუმართავთ, მათ უნდა მოენანიებინათ და ეს არ მოხდა. ასევე, საქმე უნდა განეხილა შესაბამის კომისიას, მაგრამ ესეც არ მოხდა. აქედან გამომდინარე, პირდაპირ სახეზეა, რომ პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა”, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close